x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ინტერაქტიული გაკვეთილის გამოწვევები
image

  • გამოკითხვა
ინტერაქტიულ გაკვეთილებზე მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ისეთი ხერხები გამოიყენოს, რომლებიც გაკვეთილის პროცესში მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას უზრონველყოფს.სასურველია, რომ კლასში იყოს მაქსიმალურად პოზიტიური და, რაც შეიძლება, მოსწავლის მიმართ ნაკლებად კრიტიკული გარემო.

მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში, თუ იგრძნობენ, რომ არასწორი პასუხის შემთხვევაში ისინი არ დაიმსახურებენ მასწავლებლისგან კრიტიკას.მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, გაკვეთილი სასურველია იწყებოდეს განვლილი მასალის მიმოხილვით.ეს გაკვეთილის პირველი ნაწილია, სადაც გამოკითხვა გადამწყვეტ როლს თამაშობს.გამოკითხვა საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის ათვისების შესამოწმებლად.ახალი მასალის მიწოდება სასურველია მოხდეს ეტაპობრივად და თითოეულ ეტაპს მოჰყვებოდეს პრაქტიკული მუშაობა, რომლის დროსაც მოსწავლეები გაიმყარებენ მიღებულ ცოდნას, ხოლო მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება შეამოწმოს თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა მასალა.შედეგად მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა გაიხსენონ.


  • მასწავლებლის მიერ დასმული კითხვები
მასწავლებლის მიერ გამოკითხვის პროცესში დასმული შეკითხვები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.არსებობს რთული და მარტივი კითხვები, რომლებიც სხვადასხვა საფეხურის სააზროვნო უნარების გამოყენებას მოითხოვს.გარდა ამისა, კითხვები ერთმანეთისგან ფორმითაც განსხვავდება, მაგალითად, ღია და დახურული კითხვები.დახურულ შეკითხვას ერთი კონკრეტული პასუხი აქვს, მაგალითად, რამელ წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა, მაშინ როდესაც ღია შეკითხვას რამდენიმე პასუხი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, რა განაპირობებს ქვეყანაში დემოკრატიას.


შედარებით იოლ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოიტხოვს მაღალი საფეხურის სააზროვნო უნარების გამოყენებას მაშინ, როდესაც რთული კითხვები მეტ აზროვნებას მოითხოვს.კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო ეფექტურია მასწავლებელი, მით უფრო ხშირად იყენებს რთულ კიტხვებს, თუმცა მაღალი და დაბალი საფეხურის კითხვების შეფარდება დამოკიდებულია გაკვეთილის შინაარსზე.მაგალითად, გამრავლების ტაბულის ცოდნა ითვალისწინებს კითხვების უმრავლესობას დაბალი საფეხურის სააზროვნო დონიდან, თუმცა, შედარებით რთული კითხვები სამეცნიერო ექსპერიმენტის დაგეგმვის შესახებ ავტომატურად ითვალისწინებს მაღალი საფეხურის სააზროვნო დონეს.სასურველია, მასწავლებელი მაღალი საფეხურის კითხვის დასმის შესაძლებლბებს მაქსიმალურად იყენებდეს, რათა მოსწავლეების აზროვნების უნარის განვითარებას შეუწყოს ხელი.


  • პროცესსა და შედეგზე ორიენტირებული კითხვები
შედეგზე ორიენტირებული კითხვებით მასწავლებელი იგებს, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს კონკრეტული პრობლემისათვის გამოსავლის მოძებნა, ხოლო პროცესზე ორიენტირებული კითხვების დროს მასწავლებელი არკვევს, რამდენად კარგად გაიგო მოსწავლემ ის პროცედურები და წესები, რომლებიც სწორი პასუხის დასადგენად გამოიყენება.

კვლევებმა ცხადყო, რომ წარმატებული მოსწავლეები როგორც შედეგზე, ისე პროცესზე ორიენტირებულ შეკითხვებს სვამენ.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაშიც, კითხვების თანაფარდობა დამოკიდებულია გაკვეთილის თემატიკასა და მიზნებზე.ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ შედეგზე ორიენტირებული შეკითხვები, როგორც წესი, დახურული და დაბალი საფეხურისაა.მაშინ, როცა პროცესზე ორიენტირებული შეკითხვები, ძირითადად, ღია და მაღალი საფეხურის კატეგორიას განეკუთვნება.


0
20
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ შოთაძე
მარიამ შოთაძე
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0