x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
საქართველოსა და აშშ-ს განათლების სისტემები. მსგავსება და განსხვავება
image

სრული ზოგადი განათლება საქართველოში, ისევე, როგორც ამერიკაში, მოიცავს 12 წელს და ხორციელდება სამ საფეხურზე ( დაწყებითი, საბაზო, საშუალო), ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საქართველოში დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო - VII-IX კლასებს, ხოლო საშუალო - X-XII კლასებს . ( აშშ-ში- დაწყებითი საფეხური- I-V ; საბაზო- VI-VIII ; საშუალო- IX-XII).

საქართველოში, ისევე როგორც ამერიკაში, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება აუცილებელია, თუმცა საქართველოში ამერიკისგან განსხვავებით ნაკლებად მიმდინარეობს სახლში სწავლება, ე.წ „homeschooling”.

ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოს სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა რომ სწავლის ყოველ საფეხურზე სავალდებულო საგნებთან ერთად მათთვის სასურველი საგნებიც აირჩიონ . ამერიკელი მოსწავლისგან განსხვავებით, რომელიც, შესაძლოა, ყოველ გაკვეთილზე სხვადასხვა ჯგუფში მოხვდეს, ქართველი მოსწავლე ყველა გაკვეთილზე ერთსა და იმავე ჯგუფშია, ვინაიდან, მთელი კლასი ერთსა და იმავე საგნებს გადის და შესაბამისად ყველა გაკვეთილზე ერთი და იმავე ჯგუფია. გარდა ამისა, ქართველი მოსწავლე ვალდებულია, წიგნები, რომელთაც მას სახელმწიფო აძლევს, სკოლაში ატაროს ყოველდღიურად, ამერიკელ მოსწავლეს კი, წიგნების ორი კომპლექტი ურიგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა ერთი კომპლექტი სახლში ჰქონდეს, საშინაო დავალებების შესასრულებლად, მეორე კი სკოლაში დატოვოს. ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლემ მძიმე სკოლის ჩანთა ყოველდღიურად არ ატაროს.


აგრეთვე განსხვავებულია მოსწავლეთა შეფასების სისტემაც . ამერიკაში, შესაძლოა მოსწავლე შეფასდეს 100 -ქულიანი სისტემით, ან უბრალოდ აღნიშვნებით- A, B, C, D ... სადაც A ნიშნავს ყველაზე კარგ შეფასებას, ხოლო D - ყველაზე ცუდს. საქართველოში კი მოსწავლე ფასდება 10-ქულიანი სისტემით.

ამერიკაში საშუალო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს აქვთ, საქართველოში კი ეს ნაკლებად კონტროლირებადია და ძირითად შემთხვევაში მოსწავლეთა უმრავლესობას უფლება აქვთ სწავლა გააგრძელონ სკოლის საშუალო საფეხურზე და აიღონ სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

გარდა ამისა, ამერიკელმა მოსწავლემ, შესაძლოა, სკოლაში ისეთი საგნები ისწავლოს, რომლებიც მომავალში, უნივერსიტეტში სწავლისას, ბაკალავრიატის შესავალ კურსად ჩაეთვალოს, საქართველოში კი, მსგავსი რამ არ ხდება.


სასწავლო სემესტრებისა და დღიური გაკვეთილების ხანგრძლივობა ამერიკასა და საქართველოში ერთნაირია, თუმცა განსხვავებულია სწავლის დაწყების დრო, თუ საქართველოში ყველა კლასისთვის სასწავლო პროცესი დილის 9 საათიდან იწყება, ამერიკაში ეს პროცესი დაწყებით კლასებში - 8 საათზე, ხოლო საბაზო და საშუალო კლასებში 8ის ნახევარზე იწყება.


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამერიკის სკოლადამთავრებული უკვე მზადაა ზრდასრული ცხოვრებისთვის, ვინაიდან სკოლაში სწავლის პერიოდში, ის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც ეუფლება, რისი თქმაც საქართველოს სკოლადამთავრებულებზე ნაკლებად შეგვიძლია, ვინაიდან საქართველოს განათლების სისტემა ძირითად შემთხვევაში მოსწავლეების მიერ თეორიული ცოდნის მიღებაზეა ორიენტირებული.

საბოლოოდ კი, აი ასეთი გახლავთ, დღესდღეობით, ამერიკის განათლების სისტემა და მისი კავშირი თუ განსხვავებები საქართველოს განათლების სისტემასთან.

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ შოთაძე
მარიამ შოთაძე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0