ფსიქოლოგია ობსესიურ-კომპულსური აშლილობა 2020, 14 დეკემბერი, 18:12 ობსესიურ-კომპულსური აშლილობის (ოკა) დამახასიათებელი სიმპტომებია ობსესიები ანუ აკვიატებული აზრები და კომპულსიები ანუ იძულებითი ქცევები ან მენტალური აქტები. ობსესიები-აკვიატებული აზრები, რომლებიც არ ეკითხება ინდივიდს ისე იჭრება მის ცნობიერებაში.ეს არ აღიქმება, როგორც ნებემობითი აქტი და არ ანიჭენს ადამიანს სიამოვნებას.ასეთი შეიძლება იყო დაბინძურების შეგრძნება(სხეულის ბაქტერიებით დაბიძნურება), ხატების წარმოქმნა(ძალადობის სცენების წარმოდგენა), კონკრეტული არასასურველი ქმედებებისკენ სწრაფვა(სხვა ადამიანის დასახიშრება)და ა.შ..ამ მოვლენების გასანეიტრალებლად ძირითადად, მათი აზრით საწინააღმდეგო მოქმედებებით ცდილობენ.ესენია:ჩუმად სიტყვების გამეორება, ხელის ხშირი ბანვა(დაბინძურების ობსესიებისას). იმისათვის, რომ დაგიდგინდეთ ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, თქვენი მდგომარეობა უნდა ექმვემდებარებოდეს შემდეგ ოთხ კომპონენტს 1.თქვენ გაქვთ ობსესიები, ანუ აკვიატებული აზრები, რომლებიც არ ექვემდებარება ნება-სურვილს და იწვევს არასასიამობნო შეგრძნებებს. 2.გაქვთ კომპულსიები, ანუ თავდაცვითი მექანიზმები.თქვენ ასრულებთ კონკრეტულ ქმედებებს, რომ უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი.მაგალითად, ხელს იბბანთ დღეში მრავალჯერ, რომ თავიდან აიცილოთ დაბიძნურება.რელიგიური ხაიათის ობსესიების დროს შესაძლოა ადამიანი ასევე მრავალჯერ ასრულებდეს კონკრეტულ რელიგიურ რიტუალს, მაგალითად პირჯვრის გადაწერა. 3.თქვენი რიტუალები გართმევთ, სულ მცირე ერთ საათს მთელი დღის მანძილზე. 4.კომპულსიები ხელს გიშლით სამსახურში, სკოლასა და ზოგადად ყოველდღიურობაში. თუკი ანამნეზი ყველა ზემოთ აღნიშნულს შეიცავს, მაშინ თქვენ ნამვილად გაქვთ ოკა(ობსესიურ-კომპულსური აშლილობა). ისტორიულ ჭრილში თუ განვიხილავთ უნდა აღინიშნოს, რომ ოკა არ არჩევდა არც ენთონსს, არც რელიგიას არც საზოგადოებას.იგი დასაბამიდან მსოფლიოს ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი გახლავთ.პირველი ზუსტი და კონკრეტული ცნობები დაავადების შესახებ მე-14 საუკუნიდან მოდის, ამ დროს იგი “სკრუპულოზურობის” სახლით იწოდებოდა.მის შესახებ ცნობები მოიპოვება არა სამედიცინო, არამედ საეკლესიო არქივებში, რადგან ერთ-ერთი განაპირობებელი სწორედ რელიგიური ფანატიზმია. Მისი ისტორიული სახელი ლათინურიდან მოდის, რაც “სინდისის ტკივილს ნიშნავს”.მე-17-მე-18 საუკუნეებში ოკას სიმპტომები მელანქოლიის დასაწყისს მიაწერეს.თანამედროვე კვლევები პათოლოგიის შესახებ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოდის, თუმცა “პანაცეა” დღემდე არ არსებობს.სუსტ ფორმებში ოკა მხოლოდ დროს აკარგვინებს ადამიანს, მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა სუიციდამდეც კი მიიყვანოს იგი. არსებობს შემთხვევებო, როდესაც ინდივიდს აქვს მხოლოდ აზრები და არ ანეიტრალებს მას თავისებური, უჩჩვეულო მაბლოკირებელი მქედებებით.ამ შეთხვევას კი “წმინდა ო-ს” სინდრომი ეწოდება, ესე იგი, წმინდა ობსესიები. თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია.არსებობს ობსესიები, არსებობს კომპულსიები. აშლილობის მქონე ადამიანები თავს კრიმინალებად თვლიან იმ ფიქრების გამო, რომლებიც ქვეცნობიერში წარმოიქმნება.მუდამ განიცდიან შეგრძნებას, რომ სამყარო მათ ირგვლივ არარეალურია და სურთ სიმართლის პოვნა.ჰგონიათ, რომ ტყუილში უწევთ ცხოვრება.დაავადებულები კარგად აცნობიერებენ, რომ მათი ობსესიები ირაციონალურია და ასეთივეა კომპულსიები, თუმცა არ შეუძლიათ საკუთარი თავის დახმარება.იციან, რომ დღეში 30-40-ჯერ ხელის დაბანა არაა საჭირო და სულაც არ იქნებიან ბინძურები, თუ მხოლოდ 10-15 ჯერ დაიბანენ.იციან რომ სისულელეა გაიმეორო ერთი და იგივე სიტყვა რამდენიმე ასეულჯერ, რომ თავი კრიმინალად არ იგრძნო, მაგარმ ამ ჩვევის მოშლა არ შეუძლიათ.იგივე ითქმის რელიგიურ ობსესიებდა და კომპულსიებზე, ინდივიდი ყოველ 15 წუთში იწერს პირჯვარს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. აღსანიშანვია, ”პერფექციონიზმის” ცნება.ისინი თვლიან, რომ თუ ნივთები მაგიდაზე, თაროსა და იატაკზე იდეალური სიზუსტითარ იქნება განლაგენული, მაშინ დიდი საფრთხის წინაშე წარდგებიან.ამაას სხეული ნაწილებითც კი განიცდიან და ამიტომ მომენტალურად, ასწორებენ და ალაგებენ მათთვის არეულ, სინამდვილეში კი მწყობრში მდგომ ნივთებს. სამწუხაროდ, უცნობია, ზუსტი გამმომწვევი მიზეზები.ეს შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, თუმცა გარემო-პირობები ასევე დიდ გავლენას ახდენს მის გავითრებაზე. Როგორც უკვე განვიხილეთ მსუბუქი “ოკა” სულაც არაა საშიში, მისი გართულება ხდება შემდეგ ორ შემთხვევაში:პირველი, თუ ადამიანს პათოლოგიასთან ერთად აქვს სხვა თნმდევი დაავადებები, მენტალური დაავადებები, დეპრესია თუ სხვა ტიპის ასლილობები და მეორე ესაა მდგომარეობა, როდესაც ინდივიდი მიმართავს ფევსდო თვითმკურნალობას, ეძლება ალკოჰოლს, ნარკოტიკსა და გაურკვეეველ პრეპარატებს. იმ შემთხევაში, თუ “ოკას” დაერთო ზემოთ აღნიშნული ორი ფაქტორი, მაშინ ალბათობა დაავადების ფატალურად დასრულებისა იზრდება. ძირითადად, აშლილობა იწყება ბავშვობის ან თინეიჯერობის ასაკში და ის ქრონიკული ხასიათისაა.მშობლებსა და მეურვეებს მართებთ გონიერება.არსებობს კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია, რომელიც ადამიანებს ეხმარება მდგომარეობიდან გამოსვლაში. ახლა კი განვიხილოთ კონკრეტული ამბები ადამიანებისა, ვინც განიცადა ოკას სიმძაფრე. “ჩემი სახელია კაილი.აშლილობა შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, მე დავკარგე ჩემი მეგობრების უმეტესობა.ეს ჩემი ბრალი იყო, რადგან უეცრად თავი პლანეტისგან გარიყულად ვიგრძენი და მეგონა, რომ არ ვეკუთვნოდი აქაურობას. ვჭამდი, მეძინა, აღარ ვმუშაობდი, რადგან აღარ შემეძლო კონცენტრიაცია ჩემი პრობლემის გარდა სხვა რამეზე.მე ვატარებდი ყოველდღიურ რიტუალებს, მივდევდი ცრურწმენას.ჩემი ობსესია იყო ის, რომ შეიძლებოდა დამეკარგა გონება, დამეზიანებინა საკუთარი თავვიც და ყველა სხვა გარშემომყოფიც, ამიტომ ყველაფერ ბასრსა და მჭრელს ვმალავდი და ვიშორებდი ახლოდან, რითაც შეიძლებოდა ვინმესთვის ზიანის მიყენება. დავიწყე ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარება, რადგან ეს მეგონა ხსნა.ამ გადმოსახედიდან სულ სხვაგვარად ვფიქრობ.მიეცით საკუთარ თავს კიდევ ერთი შანსი, არასდროს დანებდეთ, ელაპარაკეთ ვინმეს, ელაპარაკეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ახლობლებს, უბრალოდ ელაპარაკეთ ვინმეს, რადგან ესაა იმედი და წამალი.” ჰოუი მანდელი ცნობილი ტელეწამყვანი, რომლიც შეპყრობილია შიში, რომ თუ შეეხები ეს საფრთხის შემცველი იქნება მისთვის.აქვს ასევე ზემოთ განხილული დაბინძურების შეგრძმნება და ამიტომმ თითქმის არაფერს ეხება საჯარო სივრცეში ხელით და დღის მანძილზე ძალიან დიდ დროს უთმობს ხელებისა და ტანის დაბანას.მან წიგნიც კი გამოსცა სახელწოდებით, ”არ შემეხოთ”. წლების მანძლზე ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უცნობი იყო, დაავადებაც არაა თანდაყოლილი, შესაბამისად ოჯახის წევრებმაც გვიან გაიგეეს აღნიშნულის შესახებ.ჰოუი ამბობს რო ცოლსაც კი დიდი ხანია უკრძალავს შეხებას, რაც რა თქმა უნდა, არასასიამოვნოდ მოქმედებს მათ თანაცხოვრებაზე. “ოკა” არ არის თქვენი ორგანო, რომლის მოშორების უფლება და შესაძლებლობაც არ გაქვთ.ყოველთვის არსებობს გამოსავალი და ბრძოლასაც მუდამ აქვს აზრი.როგორც კი შენიშნავთ მცირე სიმპტომს მაინც, ეცადეთ უფრო დიდი დრო გაატაროთ სოციალურ სივრცეებში, ესაუბრეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.მოისმინეთ მათი აზრი თქვენი აკვიატებების შესახებ და გაიგებთ რომ თქვენ არ ხართ არც მარტო და არც ერთადერთი ამ ფიქრებით.ეს კი ნახევრად განკურნება იქნება და რომელიც მთლიანად განკუნების საწინდარია. 52 შეფასება არ არის
|