x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვარსკვლავური ქმრები", რომლებიც სხვა კაცებთან წავიდნენ
image


როგორც წესი, მეუღლეებმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდნენ, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ზოგჯერ ქმრები თავიანთ მეორე ნახევრებს ისეთ "სიურპრიზებს" უწყობენ, რასაც ისინი მათგან ვერასდროს წარმოიდგენენ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა 5 "ვარსკვლავური" განქორწინების ისტორია, რომელიც ძალიან, ძალიან უჩვეულოდ დასრულდა...



ლაიზა მინელი და პიტერ ალენი


image


ცნობილი მომღერალი და მსახიობი ლაიზა მინელი 1967 წელს ცოლად ავსტრალიელ მომღერალს პიტერ ალენს გაჰყვა. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა ლეგენდარულ მსახიობსა და მომღერალს დაშორების მიზეზებზე არც ამის შემდეგ უსაუბრია. მან მხოლოდ 20 წლის შემდეგ აღიარა: "მე გავყევი ცოლად პიტერს, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ის გეი იყო. აღმოჩნდა, რომ ჩემ გარდა, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, მე კი მოგვიანებით გავარკვიე... მოდით ასე ვთქვათ: სახლში უკვე მოულოდნელად აღარასდროს ვბრუნდები, ახლა უკვე ყოველთვის ჯერ ვრეკავ!"





კერი ფიშერი და ბრაიან ლურდი


image


1991 წელს ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი ბრაიან ლურდს გაჰყვა ცოლად, ისინი ერთად 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ამ ქორწინებაში წყვილს ერთი ქალიშვილი - ბილი ლურდი შეეძინა. მსახიობის თქმით, მათი განქორწინების მიზეზი ქმრის, ბრაიან ლურდის მამაკაცებით გატაცება გახდა.





ფრენ დრეშერი და პიტერ იაკობსონი


image


ცნობილი მსახიობი ფრენ დრეშერი პიტერთან ქორწინებაში მთელი 21 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ ოფიციალურად აღიარა.





ჯენეტ გეინორი და ადრიანი


image


"ოსკარის" პირველი ლაურეატი და მუნჯი კინოს პერიოდის ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ჯენეტ გეინორი სულ სამჯერ იყო გათხოვილი. მისი მეორე მეუღლე კოსტიუმების დიზაინერი ადრიანი გახლდათ, რომელიც ღია გეი იყო. ჯენეტმა ამის შესახებ ბრწყინვალედ იცოდა, თუმცა მას ეს დიდად არ აღელვებდა. წყვილს ქორწინებაში ვაჟიც კი შეეძინა. ჯენეტ გეინორმა და ადრიანმა ერთად 20 წელი გაატარეს.




ელტონ ჯონი და რენატა ბლაუელი



image


ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი სანამ საკუთარ ბედს დევიდ ფიშერს დაუკავშირებდა, მანამდე ის დაქორწინებული რენატა ბლაუელზე იყო, რომელზეც 1984 წელს, ვალენტინობის დღეს იქორწინა, თუმცა ამ კავშირმა დიდხანს არ გასტანა და 4 წლის შემდეგ შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ. მომღერალმა საკუთარ ორიენტაციასთან დაკავშირებით ერთხელ ერთ - ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის თავს ასე უფრო კომფორტულად გრძნობდა. შეგახსენებთ, რომ რენატაზე დაქორწინებამდე ელტონმა თავისი ბისექსუალობის შესახებ არაერთხელ განაცხადა.




0
591
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
591