ფოტოგრაფია ჰოლივუდის ოქროს ხანიდან ცნობილი ადამიანების შავ-თეთრი ფოტოები გაფერადებულია! 2020, 11 დეკემბერი, 16:19 დღესდღეობით, ფოტოგრაფები იყენებენ შავ-თეთრ ფოტოგრაფიას ემოციის გადმოსაცემად და გასაღრმავებლად. ტონებით, კონტრასტებით და ჩრდილებით თამაშით, მაგრამ მათ ყოველთვის არ ჰქონდათ არჩევანის საშუალება. ფერადი ფოტოგრაფია აცოცხლებს ფოტოებს და ავლენს ყველა პატარა ნათელ დეტალს, რომელიც ქმნის დამაჯერებელ სურათს. ფოტოგრაფებს წარსულიდან მხოლოდ შავი და ნაცრისფერი სამყაროს გადმოცემა შეეძლოთ. გიფიქრიათ ოდესმე რა ნახეს ამ ფოტოგრაფებმა იმ მომენტში, როდესაც ფოტოს იღებდნენ? და რას ვხედავთ ჩვენ?
ციფრული მხატვრები საათობით ცდილობენ ძველი, დაზიანებული ან/და შავ თეთრი ფოტოების ხელახლა შექმნას რეალისტური ფერებით. მრავალ მათგანს მართლაც რომ შთამბეჭდავი შედეგები აქვთ, მაგალითად მარინა ამარალის, ანდრეა ერალისა და ოლგა შირინინას წარმოუდგენელი ნამუშევრები, რომელიც არა ერთხელ იყო წარმოდგენილი ინტერნეტსივრცეებში. ეს რთული და შრომატევადი სამუშაოა, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ დიდ რედაქტირების უნარს, არამედ ცოდნასაც და ისტორიული კონტექსტის გამოკვლევას სურათის მაქსიმალურად ზუსტად "გასაფერადებლად". რაც ნამდვილად არაა ბავშვური თამაში.
ამ პოსტში წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ციფრული მხატვრის მიერ გაფერადებულ და სიცოცხლე შთაბერილ ნამუშევრებს რომლებზეც გამოსახულნი არიან ჰოლივუდის ოქროს ხანიდან ცნობილი ადამიანები
ოდრი ჰეფბერნი
ლუსილ ბოლი ინგრიდ ბერგმანი მერლინ მონრო კიმ ნოვაკი ელვის პრესლი კატრინ ჰეპბერნი ჩარლი ჩაპლინი და ვირჯინია ჩერილიელიზაბეტ ტეილორი ჯუდი გარლანდი სოფია ლორენი ბეტი დევისი ჯუდი გარლანდი და ჯინ კელიჯეიმს დინი შირლი ტემპლი ჯეინ მანსფილდიჯული ენდრიუსიშირლი მაკლეინი მარლენ დიტრიხი რიტა ჰეივორსიფრენკ სინატრაგრეისი კელი ავა გარდნერი გრეტა გარბო და ჯორჯ ბრენტიმარლონ ბრანდო კლარკ გეიბლიფრედ ასტერიჩარლტონ ჰესტონიგარი კუპერი და ჰელენ ჰეიზი 96 1-ს მოსწონს
|