ფეხბურთი იტალია შოკშია – ფეხბურთის ვარსკვლავი მოულოდნელად გარდაიცვალა 2020, 11 დეკემბერი, 11:57 იტალია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონს გლოვობს. 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა პაოლო როსი. ყოფილი ფეხბურთელი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული იყო, იტალიის ნაკრებთან ერთად. მათ ფინალში გერმანიის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს. პაოლო როსის მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ექს-ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, ხუთშაბათს იტალიურმა ტელე-არხმა “RAI Sport" – მა გაავრცელა, რომელშიც როსი ექსპერტის პოზიციაზე მუშაობდა. “ძალიან სამწუხარო ინფორმაცია: პაულო როსიმ დაგვტოვა" – განაცხადა ზემოთხსენებული ტელევიზიით ერთ-ერთმა წამყვანმა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია. იტალიის დიდი ხნის გულშემატკივრებს კარგად ეხსომებათ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც პაოლო როსი ოქროს ბუცის მფლობელი გახდა და იმავე წელს კი ის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მსოფლიო ჩემპიონატზე მან ჯერ ბრაზილიასთან მატჩში შეასრულა ჰეთრიკი(3:2), შემდეგ პოლონეთთან დუბლი (2:0)და ბოლოს, ფინალში გერმანიასაც გაუტანა გოლი(3:1) და იტალიამ მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ბოლო პერიოდში პაულო როსი თავის კერძო საფეხბურთო სკოლაში მუშაობდა. მას დარჩა მეუღლე, რომელთანაც ათ-წლიანი ქორწინება აკავშირებდა, და სამი შვილი, ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ასევე საინეტრესოა: შოკი: შესაძლოა, მარადონას გვამი ამოთხარონ * პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში – 1930 წლის უნიკალური ფოტოები და ისტორია * ჩვენი დროის ცნობილი ფეხბურთელები და მათი მომხიბვლელი მეორე ნახევრები * ჩვენი დროის ცნობილი ფეხბურთელები და მათი მომხიბვლელი მეორე ნახევრები (ნაწილი 2) 342 3-ს მოსწონს
|