x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
სკოლამდელი განათლება საქართველოში
ბავშვის აღზრდაზე, განვითარებასა და განათლებაზე ზრუნვა პატარაობიდანვე აუცილებელია. მნიშვნელოვანია, იგი თავიდავნე ჰოლისტურად ვითრადებოდეს. რაც ნიშნავს, ბავშვის ყოველმხრივ განვითარებას და ყველა სფეროში თანაბრ შესაძლებლობებს. ბავშვის პატარაობიდანვე აღზრდის საკითხების მნიშვნელობაზე საუბარს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანასა და ანტიკურ ლიტერატურაში ვხვდებით. პლატონი თავის ნაშრომებში ხაზს უსვავდა ზნეობრივი აღზრდის მნიშვნელობას ყმაწვილკაცობიდანვე. თუმცა, ანტიკურობაში, საუკუნეების განმავლობაში არ არსებობდა ისეთი დაწესებულება სადაც, მშობლებს შესაძლებლობა ექნებოდათ მიებარებინათ ბავშვები უფროსებისათვის აღსაზრდელად.

საბავშვო ბაღების ისტორია 1802 წლიდან დაიწყო, შოტლანდიის სოფელ ნიუ-ლენარკში. მის გახსნას ორგანიზება გაუწია ცნობილმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა, პედაგოგმა და XIX საუკუნეში განხორციელებული სოციალური რეფორმების ერთ-ერთმა შემოქმედმა რობერტ უოენმა. სოციალური იდეებით მოხიბლულ უოენს ფორმირებილი ჰქონდა ბავშვების აღზრდისათვის და მათი განათლებისათვის აუცილებელი პრინციპები, რომელმაც ამ პერიოდში დიდი გამოძახილი ჰპოვა საზოგადოებაში. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებას პირველად „საბავშვო ბაღი“ დიდმა გერმანელმა პედაგოგმა და სკოლამდელი აღზრდის თეორეტიკოსმა, ფრიდრიხ ვილჰემ ავგუსტ ფრიობელმა, უწოდა. მან, 1837 წელს გერმანიის ქალაქ ბად-ბლანკელბურგში დაარსა “kindergarden”-ი, რაც ქართულად ითარგმენბა, როგორც „საბავშვო ბაღი“. 1851-1860 წლებში პრუსიაში აკრძალული იქნა საბავშვო ბაღები. თუმცა, მას შემდეგ რაც ისინი კვლავაც გახსნია გერმანიაში, იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ მალევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დაინერგა საბავშვო ბაღების პრაქტიკა. პირველი საბავშვო ბაღი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, 1873 წელს ქალაქ სენტ- ლუისში და მის გახსნას ორგანიზება გაუწია ამერიკელმა პედაგოგმა სიუზენ ბლოუმ[genia.ge 20:41].

საქართველოში პირველად 1921 წელს გაიხსნა საბავშვო ბაღი. 1990იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა უარყოფითად იმოქმედა სკოლამდელი განათლების სისტემაზეც. მკვეთრად შემცირდა სახელმწიფოს მიერ სკოლამდელი განათლების დაფინანსება, დაიხურა ბევრი საბავშვო ბაღი და სკოლამდელ განათლებაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა განახევრდა. 1990 წელს არსებული 2454 ბაღიდან 1996 წელს დარჩა მხოლოდ 1253 ბაღი. მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე შემცირდა მოთხოვნა სკოლამდელ განათლებაზე. თუმცა 2000-იანების შუა პერიოდიდან, გაუმჯობესებული ეკონომიკისა და განათლების დაფინანსების ზრდის ფონზე სკოლამდელ განათლებაზე მოთხოვნა კვლავ გაიზარდა[mastsavlebeli.ge 21:08].

განათლების სისტემაში, კერძოდ, სკოლამდელი განათლების სიტემაში არსებობს რამდენიმე მიდგომა და სხვადასხვა თეორია რის შედეგადაც ყალიბდება ბავშვი: ბიჰევიორიზმი– მეცნიერება ქცევის შესახებ; სწავლის შედეგი ქცევის ცვლილებაა; ხაზგასმულია ადამიანზე გარემო მოვლენების გავლენის მნიშვნელობა; ცდილობს, ახსნას ის წესები, რომლებიც საფუძვლად უდევს კავშირს, სტიმულსა და რეაქციას (ქცევას) შორის. ბიჰევიორისტების თანახმად, გარემო გვასწავლის, როგორები უნდა ვიყოთ, ამიტომ ის ვართ, რასაც ვსწავლობთ. ადამიანი სწავლობ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, საკუთარი ქცევის შედეგებით. სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია- ადამიანს შეუძლია ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებიდან გამომდინარე, არამედ სხვებზე დაკვირვებითაც. კოგნიტური განვითარების სოციოკულტურული თეორია- ტრადიციული ფსიქოლოგია ინტერესდებოდა ინდივიდების შესწავლით. ხოლო ეს თეორია ინდივიდის განვითარებას ფიზიკური და სოციალური გარემოს კონტექსტში განიხილავდა. ცვლილებებზე, რომლებიც ხდება ადამიანის განვითარების პროცესში, მთელი ცხოვრების მანძილზე; იდენტობის განცდის ჩამოყალიბებაზე; პიროვნების სტრუქტურის ახსნისას, კლინიკური დაკვირვებების, კულტურული და ისტორიული ფაქტორების შეთანხმებაზე. ეკოლოგიური სისტემების თეორიები- არსებობს გარემოს ზეგავლენის მრავალი დონე, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის განვითარებაზე, დაწყებული ადამიანებითა და ინსტიტუციებით, რომლებიც დაბადებიდანვე ახდენენ გავლენას ინდივიდზე და დამთავარებული ზოგადი, საზოგადოებრივ-კულტურული გავლენებით[ნ.ჯანაშია:8-40]. ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლება- მიზანია, განავითაროს ბავშვებში მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მოამზადოს ისინი მუდმივად ცვალებად გარემოში წარმატებული ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის და, რაც მთავარია, ჩაუსახოს და შეუნარჩუნოს მათ მუდმივი სწავლის სურვილი, ასევე განუვითაროს უნარი შეიცნოს საკუთარი თავი და გარემო[osgf.ge]. აღნიშნული სწავლების მეთოდი ცდილობს ბავშვს ნელ-ნელა, თანდათანობით მიაწოდოს განვითარების დონის შესაბამისი მასალა და განათლება, რათა უფრო მარტივი და სასურველი გახადოს სწავლის პროცესი.


განათლების ხელმისაწვდომობა, განურჩევლად უნარ-შესაძლებლობებისა, სოციალური, პოლიტიკური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

ბოლო ხანებში, საქართველოში ფართოდ გავრცელდა ინკლუზიური განათლების იდეა, რასაც განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებმა შეუწყო ხელი. სასწავლო პროცესი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ განსხვავებული შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების მქონე მოსწავლეთა საჭიროებები დააკმაყოფილოს. საგანმანათლებლო სისტემაში ხშირად დიდი სხვაობაა სტანდარტებსა და მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის რეალურ შესაძლებლობებს შორის. ამ დროს განსაკუთრებით მძიმდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მდგომარეობა. შესაბამისად საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მოარგონ[თ.გაგოშიძე:4-10]. იმისდა მიუხედავად რომ, დღესდღეისობით ინკლუზიური განათლება უფრო მეტად პოპოლარულია და მოხდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართვა სკოლამდელ თუ სასკოლო განათლებაში, მაინც ვხვდებით პრობლემებს. საგანმანათლებლო სისტემაში არ არის შემუშავებული სწორი სტრატეგია შეზღუდული შესძლებლობის მქონე ბავშვებთან მიდგომისა. ამის გარდა, საზოგადოებაში არ არის მიმღეობა. ასევე არის არასწორი დიაგნოსტიკის პრობლემაც, რაც ხელს უშლის სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას.

2016 წელს განხორციელდა თვისობრივი კვლევა, შეიქმა 15 ფოკუს ჯგუფი, რომლებიც მუშაობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართულობის მაჩვენებლებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ, ვლინდება გარკვეული სახის დისკრიმინაცია, საზოგადოებაში შშმ ბავშვთა გამოჩენა სიბრალულისა და შიშის გრძნობას იწვევს. კვლევის თანახმად ყოფილა აგრესიისა და ჩაგვრის შემთხვევებიც. ერთ-ერთ ინტერვიუში კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის მშობელი ნათლად აცხადებს, რომ მის შვილზე რამდენჯერმე ყოფილა გაუპატიურებისა და ფიზიკური ძალადობის მცდელობა, რამაც გამოიწვია მოზარდის უფრო მეტად ჩაკეტვა და ემოციური აშლილობა. მშობელი აცხადებს, რომ ამის შემდეგ, მოზარდს მარტო ვერსად ვეღარ უშვებდა. ამის გარდა, ასეთ ბავშვებზე ხშირია ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტები, რის შედეგადაც, მათ ეზღუდებათ შესაძლებლობა გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები[unicef.ge 17:05].

იმისდა მიუხედავად, რომ ნათლად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლება ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის, ჩვენ მაინც ვხვდებით გარკვეულ პრობლემებს ამ სფეროში. თბილისის რამდენიმე საჯარო ბაგა-ბაღებში დაკვირვების შედეგად, ჩანს რომ, ჯერ კიდევ დასახვეწია სკოლამდელი განათლების სისტემა საქართველოში. დავიწყოთ იმით რომ, ბაგა-ბაღების უმეტესობაში, ასაკობრივ ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა აღემატება სტანდარტში მოცემულ რაოდენობათა რიცხვს. რაც აღმზრდელსა თუ ძიძას ხელს უშლის ინდივიდუალურად იმუშავონ ბავშვების განვითარებასა და განათლებაზე. ასევე, აღინიშნება რესურსებისა და მასალების ნაკლებობა, რაც წესით გათვლილი უნდა იყოს თითოეულ ბავშვზე. გასათვალისწინებელია ისიც რომ, ბაგა-ბაღებში არის არაპროფესიონალი კადრის სიჭარბეც. სტატისტიკური მონაცემებით ბაგა-ბაღში მომუშავე კადრთა, მხოლოდ 44.2%-ს აქვს უმაღლესი განათლება სკოლამდელი განათლების დარგში[unicef.ge 17:38]. აღინიშნება კომუნიკაციის პრობლემაც როგორც, თანამშრომლებს შორის, ასევე პედაგოგსა და მშობელს შორის. სამწუხაროდ ხშირია დისკრიმინაციის ფაქტებიც. როგორც ავღნიშნეთ, პრობლემაა ინკლუზიურ განათლებაშიც, ვხდებით იარლიყების „მიკერების“ ფაქტებსაც. ხშირად, შშმ ბავშვებს არ რთავენ ჯგუფურ აქტივობებში.

21-ე საუკუნეში, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვხვდებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის ფაქტებსაც რაც, რა თქმა უნდა, უაროფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის სოციო-ემოციურ განვითარებასა და ფსიქოლოგიაზე. ხშირია, ბავშვებს შორის ბულინგის ფაქტებიც რაც, უყურადღებოდ რჩება. ასევე, პრობლემაა არასწორი შეფასება, დასკვნების ნაადრევად გამოტანა, ბავშვებითვის რაიმე დიაგნოზის არასრულფასოვნად დასმა და არასწორი მიდგომები, როგორც ეს ზემოთაც იყო აღნიშნული. სახელმწიფო არ ახორციელებს კადრის ტრენინგს და გადამზადებას სიახლეების შესაგუებლად. არ ხდება კადრის გადარჩევა და არაპროფესიონალი კადრის ჩანაცვლება უფრო მეტად პროფესიონალი კადრით. აღსანიშნავია არადამაკმაყოფილებელი ანაზღაურებაც, რაც, ჩემი აზრით, ასევე, განაპირობებს კადრის უკმარისობასა და არაპროფესიონალიზმს.



0
58
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ენუქიძე
სალომე ენუქიძე
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0