ქალი და მამაკაცი 15 გამორჩეული თვისება, რომელიც ძლიერი დედის შვილებს ახასიათებთ 2021, 4 თებერვალი, 12:43 ბავშვობაში სრულად ვერ მიხვდებით დედის ამაგს, ამისთვის გარკვეული ასაკია საჭირო. ძლიერი დედის შვილები, დროთა განმავლობაში თვისებებით დედას ემსგავსებიან, რადგან მშობელი დედა მათი მომავალი ცხოვრების ცოცხალი მაგალითია. მოდით ვნახოთ ის გამორჩეული 15 თვისება, რომელიც მხოლოდ ძლიერი დედის შვილებს ახასიათებთ... 1. ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი პრობლემები, სირთულეები და საქმეები თავადვე მოაგვარონ. ზედმეტად არავის არ შეაწუხებენ მანამდე, სანამ უკიდურეს ზომამდე არ მივლენ. 2. შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა მათთვის პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. 3. ძლიერი დედის შვილებს ყოველთვის აქვთ იმის შეგრძნება, რომ ისინი განსაკთრებულები არიან და სხვებისგან განსხვავდებიან! 4. ყოველივე მათგანს გააჩნია მიზანი და ამ მიზნისკენ მიისწრაფვის. ეს თვისება მათ უფრო ძლიერს ხდის. 5. დღეს ყველას უჭირს უარის თქმა რთულ სიტუაციებში, თუმცა ძლიერი დედის შვილები ყოველთვის თამამად და თავდაჯერებულად ახერხებენ უარის თქმას. 6. ძლიერი დედის შვილებს უყვართ სხვებიც, მაგამ ხვდებიან, რომ თუ საკუთარი თავი არ ეყვარებათ, სხვასაც სათანადოდ ვერ შეიყვარებენ. 7. უპირატესობის მხრივ საკუთარ თავს აყენებენ ყველაზე და ყველაფერზე წინ. ამ თვისებით საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების წარმოჩენა უფრო უადვილდებათ. 8. ყოველთვის ამტკიცებენ იმას, რომ მხოლოდ გარეგნული სილამაზე არ ჰყოფნის ადამიანს იდეალურობისთვის. ისიც იციან, რომ იდეალური არავინაა, თუმცა შინაგან ბუნებას გარეგნობასთან აკავშირებენ და შედეგიც ყოველთვის აქვთ! 9. საკუთარ ცხოვრებას დამოუკიდებლად განაგებენ... არ იქნებიან ისეთ ურთიერთობაში, სადაც დაძაბულობას შენიშნავენ! არ ეყოლებათ ისეთი მეგობრები, რომლებიც შემდეგში ზურგს უკან მიწას ამოუთხრიან და ასევე არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას ან მისთვის საყვარელ ადამიანებს მომავალში ზიანს მიაყენებს. 10. არ არიან აგრესიულები, არც თავდასხმა უყვართ, თუმცა მათ დაჩაგვრასაც ვერასოდეს შეძლებთ! 11. "ადამიანი სიტყვებს არა, საქციელებს დააკვირდით!" - ეს მათი სლოგანია. 12. სიმტკიცესთან ერთად, საკუთარი სიტყვის პატრონობაც იციან. ტყუილად არ დაგპირდებიან, შესრულება ყოველთვის იციან... 13. ბევრი ლაპარაკით თავს არ მოგაბეზრებენ, მაგრამ გულისყურით მოგისმენენ! 14. მათთვის - "ოჯახი უპირველეს ყოვლისა" 15. ძლიერი დედის შვილი ყოველთვის უფრო ძლიერი მშობელი ხდება! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>როგორი იქნება 2021 წელი ლომებისთვის? როგორი იქნება 2021 წელი მორიელებისთვის? 14 დიზაინერი, რომლებიც ახლავე უნდა დაჯილდოვდნენ! ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, სახლში მარტო დარჩენას აღარ ისურვებთ ამ 6 საკვები პროდუქტის საშუალებით ფილტვებს გაისუფთავებს! 449 5-ს მოსწონს
|