სისხლის სამართალი ამერიკელმა საკუთარი შვილები წარმოუდგენელი სისასტიკით დახოცა 2020, 10 დეკემბერი, 17:12 ამერიკელმა მამაკაცმა კალიფორნიიდან, საკუთარ შვილებს თავები დააჭრა და ხუთი დღის განმავლობაში მათ გვამებს სახლში ინახავდა, ამის შესახებ იტყობინება Los Angeles Time. მკვლელობა მოხდა ქალაქ ლანკასტერში 30 ნოემბერს, 34 წლის მორის ჯუელ ტეილორმა უფროს ქალიშვილს- 13 წლის მალიკს და 12 წლის მორის უმცროსს დააჭრა თავები და უმცროს შვილებს 9 და 8 წლის ბიჭებს აჩვენა, რომლებიც შემდგომ საჭმლის გარეშე ოთახში გამოკეტა. დანაშაული გამოაშკარავდა მას შემდეგ, როდესაც ტეილორების ოჯახის პერსონალური მწვრთნელი, რომელიც მათი მუდმივი კლიენტი იყო, ვერ დაუკავშირდა მათ და მაშველები გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ მკვლელიბის დროს ბავშვების დედაც სახლში იყო, თუმცა მისი თანამონაწილეობა დადგენილი არ არის. როგორც დადგინდა, ამ ოჯახში სოციალური მუშაკები და პოლიცია არასდროს ყოფილა გამოძახებული, კოლეგები და ახლობლები მამაკაცს ახასიათებენ, როგორც დადებით პიროვნებას, რომელსაც შეგიძლია ენდო. ტეილორს ელოდება 57 წელი ციხე ან უკიდურეს შემთხვევაში 4, 2 მილიონი დოლარი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლება . 445 2-ს მოსწონს
|