x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ინტერნეტი, სუპერ წებო და კიდევ 5 რამ, რომელთა გამოგონებაც ომის "დამსახურებით" მოხდა

image


ყველას კარგად მოეხსენება ომის საშინელებები, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი "პოზიტიური" მხარის შესახებ, როგორც ჩანს უმეტესობა იმისა რასაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ, სწორედ ომის "წყალობით" იქნა გამოგონილი. დღეს, სწორედ 7 ასეთ გამოგონებაზე მოგიყვებით.




სუპერ წებო


image


სუპერ წებო სრულიად შემთხვევით იქნა გამოგონილი, ეს კი მაშინ მოხდა როდესაც გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში ამერიკელი სამხედროები პლასტმასის ოპტიკური სამიზნეების გამოგონებას ცდილობდნენ. ექსპერიმენტის დროს მათ მძაფრსუნიანი სითხე მიიღეს, რომელსაც სხვადასხვა საგნების ერთმანეთზე მყარად მიწებება შეეძლო.




ინტერნეტი


image


მსოფლიო აბლაბუდ წინამორბედი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 1969 წელს ჩატარებული ოპერაცია გახდა, როდესაც 4 კომპიუტერი ერთ ქსელში ჩართეს, მიზანი კი საბრძოლო მოქმედებების დროს შეტყობინებების გაცვლის ხელშეწყობა იყო.





პლასტიკური ქირურგია


image


პლასტიკური ქირურგია ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა, ექიმებს თავიანთი პროფესიული უნარები ომის დროს დასახიჩრებულ ჯარისკაცებზე რომ არ დაეხვეწათ.




მიკროტალღური ღუმელი


image


რადარიც (დანადგარი, რომელიც იყენებს რადიო ტალღებს ობიექტების მოსაძებნად როგორიცაა თვითმფრინავი, გემი ან წვიმა) მეორე მსოფლიო ომის "წყალობით" იქნა გამოგონილი. 1945 წელს რადარის მასივზე მომუშავე მეცნიერმა სრულიად შემთხვევით შეამჩნია, რომ ჯიბეში შოკოლადის ფილა მთლიანად გამდნარიყო. ასე გაირკვა რომ მიკროტალღების საშუალებით საკვების მომზადებაც სრულიად შესაძლებელი იყო.




წებოვანი ლენტი



image


ერთ დღეს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ერთ - ერთი მუშისგან წერილი მიიღო, რომელიც ჩიოდა, რომ მის ვაჟებს სპეციალურ ქაღალდის ლენტებიან ყუთში შეფუთული ყუმბარების გახსნა უჭირდათ. მამაკაცმა ამერიკის 32 -ე პრეზიდენტს პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვაც შესთავაზა, რაც ქსოვილის ბაზაზე არსებულ ორფენოვან ლენტს გულისხმობდა. ასე გაჩნდა ყველასთვის კარგად ცნობილი წებოვანი ლენტი.



ქიმიოთერაპია


image


პირველი მსოფლიო ომის დროს მდოგვის გაზს იყენებდნენ, რაც ფილტვების შეშუპებას იწვევდა, შედეგად კი მსხვერპლი უბრალოდ იგუდებოდა, თუმცა ამ საშინელების მიუხედავად კვლევებმა აჩვენეს, რომ მსგავსი შეტევის გამო ადამიანის სისხლი უჯრედების წარმოქმნის უნარს კარგავდა. მოგვიანებით კი, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კიბოს უჯრედებთან დაკავშირებითაც იგივე ხდებოდა.




კონსერვი


image


საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი ნაპოლეონ ბონაპარტი დარწმუნებული იყო, რომ ხარისხიანი საკვები - ძლიერი არმიის წინაპირობა იყო, თუმცა საკვების ტრანსპორტირება გაფუჭების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო, ვინაიდან საომარი მოქმედებები როგორც წესი, წლობით გრძელდებოდა, მაშინ სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად მხედართმთავარი 12, 000 ფრანკის გადახდას იმას დაჰპირდა, ვინც ამ პრობლემას მოაგვარებდა. ერთ - ერთმა კონდიტერმა "ფრანგთა იმპერატორს" საკვების ჰერმეტულად დაცულ კონტეინერებში შენახვის იდეა შესთავაზა. ასე იქნა გამოგონილი ცნობილი კონსერვი (მარაგად დამზადებული საკვები პროდუქტი, რომელიც ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელშია მოთავსებული გაფუჭებისაგან დასაცავად).





0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
63