რუსეთში ვაქცინაცია ახალი ვაქცინით "Sputnik V" შეუძლებელი გახდა ზესახალისო მიზეზის გამო, პაციენტებმა 42 დღის მანძილზე არ უნდა დალიონ
რუსმა მეცნიერებმა რამდენიმე თვის უკან განაცხადეს, რომ შექმნეს "კოვის 19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისათვის არანაირი დამამტკიცებელი კვლევა რუსულ მხარეს არ მიუწოდებია.
რეალურად თუ რას წარმოადგენს ახალი რუსული ვაქცინა ჯერჯერობით უცნობია, რადგან რუსეთი არ ასაჯაროებს კლინიკური კვლევების შედეგებს.
თუმცა რუსმა ბლოგერებმა რამდენიმეჯერ ატვირთეს იმ კლინიკიდან ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც კვლევები ტარდებოდა, ვიდეო მოკლედ, რომ გითხრათ შემაშფოთებელი იყო-გარდაცვლილებს სატვირთო მანქანაზე ალაგებდნენ, მიცვალებულები სპეციალურ პარკებში იყვნენ მოთავსებული.
ახლახანს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ 4 დეკემბრიდან დაიწყო ვაქცინაცია მოსახლეობაში, თუმცა აქ სასაცილო სიტუაცია შეიქმნა მის მიერ გაკეთებული განცხადების დასკვნითი ნაწილის გამო. გოლიკოვამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის მერე 42 დღე არ შეიძლება, მეტიც კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლური სასმელის მიღება.
რუსეთში დალევის მოყვარულები ბლომად არიან და როგორ გინდა მოსახლეობას შეუზღუდუ დამდეგ დღესასწაულებზე ალკოჰოლური სასმელების მიღება.
ვიცე-პრემიერის განცხადებაზე არაერთი სახალისო შარჟი შეიქმნა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტისაც, რომელის სამედიცინო ტანსაცმლითაა და ხელში ინექციისათვის გამზადებული შპრიცი უკავია.
+16