როგორ მოიპოვა 23 წლის შიშველმა ოფიციანტმა პოპულარობა ჩოგბურთის კორტზე რამდენიმე წუთიანი გარბენით
2020, 9 დეკემბერი, 16:56
სპორტულ მოედნებს პოპულარობის ძიებაში ხშირად ეტანებიან შიშველი მამაკაცები და ქალები, არც ჩოგბურთია ამ მხრივ გამონაკლისი. ეს უკვე ისტორიად ქცეული სურათი 1996 წელსაა გადაღებული უიმბლდონის ტურნირზე, როცა კორტზე ერთმანეთს ხვდებოდნენ რიჰარდ კრაიჩეკი და მალივაი ვაშინგტონი. კორტებზე გამოირბინა და პრაქტიკულად საპატიო წრე დაარტყა უიმბლდონის ერთერთი რესტორნის 23 წლის ოფიციანტმა მელისა ჯონსონმა. მხოლოს წელსქვემოთ აფარებული წინსაფრით კორტებზე შევარდნილმა გოგონამ მაყურებლების ოვაცია გამოიწვია, ჩოგბურთელებმაც შეხვედრა შეაჩერეს და სახეზე ღიმილით აკვირდებოდნენ კორტებზე განვითარებულ მოვლენებს, 23 წლის ოფიციანტი გოგონას დასაჭერად პოლიციელების მთელ ჯგუფს მოუწია კორტებზე შესვლა, მელისა საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა და პოლიციელებმა ძლივს მოახერხეს მისი დაჭერა. პოპულარობის მაძიებელი ოფიციანტი პოლიციის უახლოეს განყოფილებაში გადაიყვანეს და გასაუბრების შემდეგ ბრალის წაყენების შემდეგ გამოუშვეს. მეორე დღეს კი უკვე პრესის ფურცლები აჭრელებული იყო შიშველი მელისას სურათებით, კორტზე შიშველ მდგომარეობაში შესვლამ მას პოპულარობა კი მოუტანა, მაგრამ მისი ქმედების გამო სამსახური დაკარგა. +14