სხვა ისტორიული ფაქტები, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია 2020, 8 დეკემბერი, 22:27 არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს ყველაფერი სრული სიმართლეა.შუა საუკუნეებში კბილის პროთეზს მოკლული ჯარისკაცების კბილებისგან ამზადებდნენროდესაც მექსიკელმა გენერალმა სანტა ანამ ფეხი დაკარგა, მან "დაკარგულ" ფეხს ნამდვილი დაკრძალვის ცერემონია მოუწყოროდესაც ოსმალეთის იმპერიის მმართველს იბრაჰიმ I-ს ერთ-ერთმა საყვარელმა უღალატა, მან ის დანარჩენ 300 საყვარელთან ერთად დაახრჩო.ძველ რომში პირის ღრუს ანტიბაქტერიულ საშუალებად ადამიანის შარდს იყენებდნენ.1487 წელს აცტეკების ტაძრის კურთხევას ოცი ათასზე მეტი ადამიანი შესწირეს.ძველ ეგვიპტეში მოსამსახურეებს თაფლს მიზანმიმართულად უსვამდნენ რათა ფარაონები ბუზებისგან დაეცვათ.მეცხრამეტე საუკუნემდე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველებზეც ვრცელდებოდა.პეტრე პირველმა ცოლის საყვარელი სიკვდილით დასაჯა და მეუღლე აიძულა მისი მოკვეთილი თავი საძინებელში სპირტიან ქილაში შეენახა.მეთხუთმეტე საუკუნეში ევროპელები ადამიანის გვამებს ჭამდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ეს მათ მრავალი დაავადებისგან დაიცავდა.მეოცე საუკუნის დასაწყისში თამბაქოს მწარმოებელი მრავალი კომპანია თავიანთი პროდუქციის რეკლამირებისთვის ექიმებს იყენებდა.755 წელს ჩინეთში ლუშანის აჯანყების დროს დაახლოებით ოცდაათი მილიონი ადამიანი დაიღუპა. იმ დროს ეს პლანეტის მოსახლეობის თითქმის მეექვსედი იყო.პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ამერიკულ არმიას მხოლოდ თვრამეტი მფრინავი ჰყავდა.ერთხელ ინგლისმა და ზანზიბარმა ომი დაიწყეს, რომელმაც მხოლოდ 38 წუთს გასტანა.მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ბრიტანული ტანკები ჩაის მოსამზადებელი ყველა საჭირო კომპონენტით არის აღჭურვილი.1982 წელს ქალაქ კი-ვესტმა შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დაუყოვნებლივ გამოუცხადა მას ომი, თუმცა მაშინვე დანებდა, რისთვისაც მას მილიარდი აშშ დოლარი მოსთხოვა.სადამ ჰუსეინმა საჩუქრად ქალაქ დეტროიტის გასაღები მიიღო.ბოლო სამნახევარი ათასი წლის განმავლობაში კაცობრიობამ აბსოლუტურ მშვიდობაში მხოლოდ ორასი წელი გაატარა.მსოფლიოში ათიდან შვიდი ყველაზე სისხლიანი ომი ჩინეთში მოხდა.მსხვერპლშეწირვა მაიას კულტურის ნაწილი იყო, რომლის დროსაც როგორც ცნობილია ადამიანებს მკერდიდან ჯერ კიდევ მფეთქავ გულს აცლიდნენ.როდესაც ძველ ეგვიპტეში ფარაონი გარდაიცვალებოდა, მას აკლდამაში მსახურებსაც აყოლებდნენ.რომის იმპერატორმა კომოდუსმა ერთხელ კოლოსეუმში ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შეკრიბა და მათ სიკვდილამდე ბრძოლა აიძულა.434 შეფასება არ არის |