x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Covid-19-ის პატივსაცემად მორთული ნაძვის ხეები - გავხალისდეთ!
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



image




2020 წელი მარტივი არ აღმოჩნდა. ის მეტად რთული და ტრაგიკული იყო მთელი მსოფლიოსთვის. გავრცელებულმა მსოფლიო პანდემიამ, კერძოდ კი ახალმა Covid-19 -მა არაერთის ცხოვრება დაამუხრუჭა, არაერთის ოჯახის წევრი იმსხვერპლა და არაერთი ოჯახი დატოვა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე. საბედნიეროდ, ის დასასრულს უახლოვდება და კარგი სიახლის იმედი და მოლოდინი, გაცილებით დიდია, ვიდრე შიში. ამიტომ, ხალხი აღნიშნული ვითარების ფონზეც პოზიტიურად უდგება საახალწლო განწყობას და ნაძვისხეებს რთავს აქტუალური თემის გარშემო არსებული საგნებითა და ნივთებით და ესენია: ერთჯერადი ხელთათმანები, სამედიცინო ნიღბები, სახის დამცავი ფარი, საპირფარეშოს ქაღალდი, სანიტაიზერი და სხვა ქომიური სითხეები. ფოტოები დიდი ტირაჟით მოედო სოც-ქსელებს და გაახალისა მომხმარებლები, ბევრს კი კრეატიული იდეისკენ უბიძგა.



მოდით, ერთად ვნახოთ კრებული, რომელიც კორონა ვირუსისა და მის გარშემო მბრუნავი თემისგან დაღლილი ხალხის მიერ გონივრულად და კრეატიულად მორთულ ნაძვისხეებს აღგვიწერს.




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






2
40
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
40
  
2020, 15 დეკემბერი, 2:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 13 დეკემბერი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2