კოლექციები ნახეთ, როგორ გამოიყურება ყველაზე უნივერსალური საცურაო კოსტიუმი რომელიც ყველა ტიპის სხეულზე მიდის 2020, 8 დეკემბერი, 16:59 საზღვაო სეზონის განუყობელ ნაწილს საგანგებოდ შერჩეული იდეალური საცურაო კოსტიუმი წარმოადგენს, თუმცა სამწუხაროდ ქალის გარდერობის ამ დეტალის პოვნა არც ისეთი ადვილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. საცურაო კოსტიუმმა ხაზი უნდა გაუსვას როგორც თქვენი სხეულის ყველა ღირსებას, ასევე თქვენი მცირე ნაკლოვანებებიც საგანგებოდ უნდა დამალოს, რათა საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო გაგიღრმავოთ.ქვემოთ წარმოდგენილი კოსტიუმები, ყველა ზემოჩამოთვლილ მოთხოვნას 100 % აკმაყოფილებს, ვინაიდან ისინი ნებისმიერი ზომისა თუ პარამეტრების სხეულზე იდეალურად გამოიყურება.ალბათ, ბევრ თქვენთაგანს მშვენივრად ახსოვს პოპულარული სერიალი - "მაშველები", რომლის წარმატებაშიც უდიდესი როლი პლაჟზე მორბენალმა, გარუჯულმა ლამაზმანებმა შეასრულეს, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ სურათი ისეთი პოპულარული და სანახაობრივი ნამდვილად არ იქნებოდა რომ არა საკულტო წითელი მონოკინის - საცურაო კოსტიუმები.და აი, სერიალის გამოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, დიზაინერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აღნიშნული საცურაო კოსტიუმის მოდელი ყველა ქალისთვის უნივერსალურია, ვინაიდან ის არა მხოლოდ სილიკონის მკერდიან ქალებს, არამედ სხვა მიწიერ ლამაზმანებსაც ერთნაიარად უხდება.დიზაინერებმა უნივერსალური კოსტიუმების ხაზი - "Swimsuits for All"-ი შექმნეს, უფრო ზუსტად კი, ხაზში მხოლოდ ერთი, სხვადასხვა ზომის მოდელია წარმოდგენილი. მთლიანი კოსტიუმი, თეძოს მაღალი ჭრილით, ზომიერად ღრმა დეკოლტითა და "ფუშ- აფის" ეფექტის გარეშე. როგორც შემქმნელები ირწმუნებიან, ეს საცურაო კოსტიუმი განურჩევლად ყველა ქალბატონს სანაპიროს დედოფლად აქცევს.აღნიშნული მოდელის დემონსტრირებას ისეთი განსხვავებული პარამეტრების მქონე ცნობილი მოდელები ახდენენ, როგორებიც არიან: ტიანა ტეილორი, ნიკი ტეილორი და პლუს - ზომის ვარსკვლავი ეშლი გრემი.487 შეფასება არ არის |