სხვა უდიდესი პოეტი ვაჟა-ფშაველას ისტორია 2020, 7 დეკემბერი, 12:09 ვაჟას ქეიფი და დროსტარება ძალიან უყვარდა, ისევე, როგორც ღვინო, თუმცა, ზომაც იცოდა – შეზარხოშდებოდა თუ არა, წვეთსაც აღარ აკარებდა პირს. ამაში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა მტკიცე ნებისყოფა. რასაც იტყოდა, ის უნდა აესრულებინა. თქვა, აღარ მოვწევ თამბაქოსო და, მას შემდეგ აღარც მოუწევია. ერთი ჩვეულება ჰქონდა ვაჟა-ფშაველას: ის არასდროს არ მიაჭახუნებდა ჭიქას ჭიქაზე, როგორც სადღეგრძელოების თქმისას არის ჩვენში მიღებული. ამბობდა, ეს ჩვეულება ჩვენი არ არისო. გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებიც არ უყვარდა. საჭმელებს შორის ვაჟა-ფშაველას ყველაზე მეტად ხინკალი ჰყვარებია და თვითონაც ხშირად ამზადებდა. მთაში გაზრდილს, არ უყვარდა ჩაის სმა და, კიდევ, ბალიშზე თავის დადება. ამბობდა, ცოდვაა ბალიშზე თავის დადება, – თავი დაიკარგება შიგო. ამიტომ, თვითონ მუთაქას ხმარობდა. 130 2-ს მოსწონს
|