x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508412
ობიან მურაბას ვჭამთ თუ ვყრით?
ხსნი ასეთ სასურველ, არომატულ, საკუთარი ხელით მოხარშულ ჟოლოს მურაბის ქილას. იქ კი გხვდება რუხი ფერის, ბეწვიანი ლაქები. ხშირია ასეთი შემთხვევები, ხომ ასეა? ასეთ არასასიამოვნო მომენტში ერთადერთი კითხვა ჩნდება თავში: გადააგდო თუ შეჭამო, თვალი დახუჭო ნანახზე? ეს დილემა მრავალს აყენებს ჩიხში. ამიტომ, ჩვენ გეტყვით, სინამდვილეში რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად მურაბის ქილაში ობს აღმოაჩენთ.

image


ობი მურაბაზე

დასაწყისში გავერკვეთ, რა არის ობი. ეს ჩვეულებრივი სოკოა, რომლებიც წარმატებით მრავლდება საკვებში. არსებობს სოკოების მრავალი სახეობა. მათ შორის უვნებელი, საშიში და სასარგებლოც კი. მავნე სოკოები საკვებში შხამებს გამოყოფენ. როგორც წესი, ისინი მხოლოდ საკვების გემოზე მოქმედებენ, თუმცა უარეს შემთხვევაში შეიძლება სერიოზულად მოიწამლოთ.


რატომ ჩნდება ობი



ობის გაჩენის მიზეზი მომზადების სხვადასხვა პირობები და მეთოდები შეიძლება გახდეს. ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება:


... ცუდი ხარშვა (ხარშვის დრო საკმარისი არ იყო, არ ურევდნენ, მიიწვა);



... ქილები და მისი სახურავები ადუღებულ წყალში ან ორთქლში არ იყო დამუშავებული ( აუცილებელია მათი გასტერილება და გაშრობა);



... შენახვის არასწორი პირობები.




რა უნდა ვუყოთ ობს



image



მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის დახმარებით შეიძლება გავიგოთ დაზუსტებით, სახელდობრ რომელი ობი განთავსდა თქვენს მურაბაში. ვიზუალურად განისაზღვროს ნებისმისერი სოკოს საშიშროების ხარისხი უბრალოდ შეუძლებელია.



სამწუხაროდ, არც მიკროტალღური ღუმელი, არც გაყინვა, არც ადუღება, არ გააქრობს ობს. ის საოცრად სიცოცხლისუნარიანია და ქრება მხოლოდ ხანგრძლივი მაღალტემპერატურული ზემოქმედებით. უკიდურესად მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: რომ ის, რაც თქვენ აღმოაჩინეთ მურაბის ზედაპირზე, - ობის სოკოს მხოლოდ ხილული ნაწილია. საქმე იმაშია, რომ მისი უმეტესი ნაწილი დიდი ხანია ფსკერამდეა გავრცელებული. ამიტომ, ობის ლაქების კოვზით მოშორებისას, სოკოს სრულად მოშორებას ვერ მოახერხებთ.




image


რა უნდა გავაკეთოთ, თუ ობს აღმოვაჩენთ:


... მოხსენით ობიანი ფენა რაც შეიძლება ღრმად;



... გადააგდეთ მოხსნილი ფენა;



... აადუღეთ;



... გადაასხით პროდუქტი სტერილურ ჭურჭელში.



ეს მოქმედებები ეფექტური იქნება მაშინ, თუ მურაბა ახალი გაფუჭებულია. ხოლო თუ ქილა დიდი ხანია ასე დევს, მაშინ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ: ნახავთ რა მურაბაზე ობს, მშვიდი სინდისით გააგზავნეთ ნაგვის ურნაში. ხილის შემდეგ სეზონზე კი მურაბა მოამზადეთ წესების სრული დაცვით. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ მურაბა შენახული უნდა იყოს სათავსოში, სადაც არ არის ზედმეტი ტენიანობა და არ შედის მზის პირდაპირი სხივები.




როდის ხდება მურაბა შხამი -იხილეთ ვიდეო:






როგორ ავირიდოთ თავიდან ობის გაჩენა?-იხილეთ ვიდეო:



ამ სტატიის წაკითხვამდე, იცოდი როგორ უნდა მოქცეოდი ობიან მურაბას? გაუზიარე ეს ინფორმაცია შენს მეგობრებსაც. გისურვებთ, თქვენს მურაბას არასოდეს ენახოს ობი!




იხილეთ ასევე:



image


ულუფის რაოდენობა - 10 მომზადების დრო - 2 საათი ინგრედიენტები: კარტოფილი................................ 20 ცალი ხახვი.............................................. 4 ცალი ყველი ........................................... 400 გრამი მაიონეზი ..................................... 2 შეკვრა ქათმი...



image



დედა, რომელიც ზრუნავს შვილის ჯანმრთელობაზე, არ მისცემს მას ტკბილ გაზიან სასმელებს, ჩიფსებს, მაიონეზს და სხვა მავნე პროდუქტებს. 3 წლამდე ასაკის ბავშვის კუჭი ვერ ახდენს ყველა იმ პროდუქტის გადამუშავებას, რასაც მას მშობლები აძლევენ. ამიტომ გაგაცნობთ იმ პროდუქტებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ სამ



image



ბევრი უარს აცხადებს საყვარელი ღვიძლის შეწვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მომზადებისას ღებულობენ მშრალს, მაგარს და მომწაროს. იმისათვის, რომ მივიღოთ გემრიელი, წვნიანი და ნაზი შედეგი, საჭიროა ვიცოდეთ ღვიძლის მომზადების რამდენიმე დეტალი (ეს იქნება საქონლის, ღორის თუ ქათმის ღვიძლი) Bucataria Noastra публикует...


image



შესანიშნავი, მარტივი რეცეპტი ძალიან ნაზი და გემრიელი კოტლეტებისა. ასეთი კოტლეტები მოსწონს ყველას - უფროსებსაც და ბავშვებსაც. დიახ, ყველაზე უჭმელი ბავშვებიც კი გემრიელად მიირთმევენ. რაშია საიდუმლო? თქვენვე ნახეთ... პროდუქტები: 1. ფარში ( ღორის და საქონლის ხორცი) 1 -1, 5 კგ 2. საშუალო ზომის კარტოფილი (უმი) 3-4 ცალი 3....



image


მეცნიერთა კვლევების თანახმად, ზღვის მარილი შეიცავს პლასტმასის ნაწილაკებს. ეს მიგვანიშნებს გარემოს ტოტალურ დაბინძურებაზე, წერს пишет The Guardian. ექსპერტების გადმოცემით, ზღვის მარილის დახმარებით მიკროპლასტმა უკვე შეაღწია ადამიანის საკვებში. პლასტმასის მცირე ნაწილაკები მეცნიე...

0
5426
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
5426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0