x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ბილინგვური განათლება-პრობლემა თუ რესურსი?

ბილინგვური განათლება

მსოფლიო საუკუნეების განმავლობაში ვითარდება და ამ განვითარებასთან ერთად იცვლება სოციალური ცხოვრებაც.საზოგადოებაში ფეხს იკიდებს გლობალიზაცია, იცვლება სოციალური ცხოვრება, იზრდება მიგრაციის შემთხვევები და ა.შ. ადამიანები უკეთესი ცხოვრების ძიებაში არიან და ამ ძიების გზას ხშირად სხვადასხვა პრობლემები სდევს თან.ერთ-ერთია განათლების პრობლემა ეთნიკურ უმცირესობებში, რაც თავისთავად მოაზრებს ბილიგვურ განათლებას. განათლების ამ ტიპზე ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ამავე დროს წამყვან ქვეყანათა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მუშაობენ.ისინი ცდილობენ საუკეთესო გეგმა შეიმუშაონ ბილინგვური განათლებისა, რათა არც ეთნიკური უმცირესობები და არც დომინანტი მოსახლეობა არ დაზარალდეს.

წლების განმავლობაში ერთი კითხვა პასუხგაუცემელია: „ რა არის ბილინგვური განათლება? პრობლემა თუ რესუსი?“ რეფერატის მიზანია ამ კითხვას გავცეთ პასუხი.ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მრავალფეროვანი ლიტერატურა, ჩვენ კი ვეცდებით, რომ წარმოგიდგინოთ ყველაზე მნიშვნელოვანი თვალსაზრისები, ვისმჯელოთ და ჩამოვაყალიბოთ ბილინგვური განათლების დადებითი და უარყოფითი მხარეები და დავსახოთ პერსპექტივები, სხვადასხვა მკვლევრისა თუ მეცნიერის ანალიზის საფუძველზე.

ბილინგვური განათლების პრობლემის საკითხი ყოველ ქვეყანაში მწვავედ დგას, მათ შორის საქართველოშიც.მაგალითად, ქართულენოვან სკოლებში უმცირესობათა მოსწავლეებს ხშირად ქართულ ენაზე უწევთ სწავლა, რაც მათთვის დიდ სირთულეებთან ასოცირდება.ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე დაინერგა კონკრეტული გეგმა, რომელიც „სუბმერსიის“ სახელითაა ცნობილი.ამ მოვლენაზე საუბრობს ირინა ბაგაური:“სუბმერსიის შემთხვევა დამახასიათებელია ისეთი არეალებისთვის, სადაც მიმდინარეობს სწრაფი სოციალური ცვლილებები და სოციალური არეულობა. ამ სიტუაციიაში გვხვდება იმიგრანტთა ჯგუფები.“ (ბაგაური.2010.გვ25) “ეროვნულ უმცირესობათა მოსწავლეები სწავლობენ ქართულენოვან სკოლებში და ასეთი მოსწავლეების რაოდენობა, უმცირესობათა მოსწავლეების საერთო რაოდენობის 6% შეადგენს“(ტაბატაძე.2010, გვ10).ამ პროგრამით სარგებლობა ყველას შეუძლია, თუმცა, პირველ რიგში, მშობლებმა კარგად უნდა გაითავისონ ის ფაქტი, რომ სუბმერსია 100%-იან შედეგს არასდროს იძლევა და მას როგორც დადებით, ასევე უარყოფითი ფაქტორიც ბევრი აქვს. თუ დემოკრატიული ქვეყანა ვალდებულია, დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, თავის ყოველ მოქალაქეს სრულფასოვანი განათლება მიაღებინოს, პირველ რიგში, მან უნდა უზრუნველყოს მასწავლებელთა ინფორმირებულობა.“ბილინგვური განათლების სკოლას უნდა ჰქონდეს პროფესიული განვითარების კარგად ჩამოყალიბებული სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოხდება სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების კვალიფიკაციის მუდმივი განვითარება და ამაღლება.“[1]ამავე პრობლემას აღნიშნავს შალვა ტაბატაძეც, იგი მიიჩნევს, რომ სკოლის ხელმძღვანელობა უდიდეს როლს ასრულებს ბილინგვური განათლების წარმატებაში, შესაბამისად, ისინი კარგად უნდა იყვნენ მომზადებულები, ამომწურავად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მასწავლებლებს და ასევე იმ არაქართულენოვან მშობლებს, რომელთაც სურთ ბავშვის სკოლაში შეყვანა. ერთ-ერთი გადამწყვეტ ფაქტორს თამაშობს სახელმძღვანელოებიც. ის ისე უნდა იყოს დაბეჭდილი, გაჯერებული საინტერესო მასალებითა თუ აქტივობებით, რომ მოსწავლეს მასალის ათვისებისას პრობლემები არ შეექმნას.ამავე პრობლემას ეხება თამარ ჯაყელიც, მისი აზრით:“თუ ადრეულ ასაკში სოციალური გარემო, ფორმალური იქნება ის თუ არაფორმალური, არ ზრუნავს ბავშვის პირველი ენის ინტენსიურ განვითარებაზე, მაშინ საქმე გვექნება ბილინგვიზმის გამაღარიბებელ კონტექსტთან“.(ჯაყელი.2017.გვ36).თუ მეთოდი სწორად არ იქნა შერჩეული, მოსწავლე ვერც საკუთარ ენას განავითარებს და ვერც იმ ენას, რომელზედაც მიმდინარეობს სწავლება.

„ბილინგვური განათლების ეფექტურობა, საზოგადოდ, დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტულ რეგიონში სწავლების მოდელის სწორად შერჩევაზე“ (გაბუნია, 2010.გვ30) რას ნიშნავს მოდელის სწორად შერჩევა და რომელია ეფექტური მოდელი? ამ კითხვებს კახა გაბუნია თავადვე სცემს პასუხსს. მისი აზრით, ენის სწავლება საგნის ხარჯზე უნდა მოხდეს.მაგალითად, მასწავლებელი არა მხოლოდ ასწავლის მოსწავლეს კონრეტულ საგანს, არამედ იმ ენის დაუფლებასა და ცოდნის გაღრმავებაშიც ეხმარება, რა ენაზეც ხორციელდება სწავლება. სასწავლო საგნის ინტერგირება და მასთან ერთად ენის ათვისება ისეთ პრობლემებს აარიდებს თავიდან უმცირესობებს, რაოგორსაც, მაგალითად კონტექსტის, საგნის ვერ გაგება და არ დასწავლა ჰქვია.ეს მოდელი საკმაოდ ეფექტურია და მისი გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება. ასეთი სწავლება იმ პრობლემას აგვაცილებს თავიდან, რომელიც ირინა ბაგაურმა აღნიშნა:“ბავშვები დაახლოებით 3 წლის ასაკიდან ხდებიან მაღალი სტატუსის ენის, ანუ ინგლისურის მცოდნენი და მათ, შესაძლოა, სირცხვილის გრძნობაც კი ჩამოუყალიბდეთ, როდესაც მათი მშობლები მშობლიურ ენაზე საუბრობენ, ეს ფაქტი კი უფრო ამცირებს ენის გამოყენებას.“ (ბაგაური.2010.გვ25).

თუმცა, ბილინგვურ განათლებას მთელ რიგ პრობლემებთან ერთად თან ბევრი დადებითი ფაქტორიც ახლავს. ხუთ ასეთ ფაქტორს გამოყოფს ტრილოსი „1)ბიკულტურიზმი, ანუ უნარი, თავი იგრძნო საზოგადოების სრულყოფილ წევრად როგორც საკუთარ ეთნიკურ ჯგუფში, ასევე დომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა შორის 2) ბილინგვალიზმი, ანუ მაღალპროფესიული უნარი, ფლობდე ორ ენას 3) ორი კულტურის ფუნდამენტური ღირებულებებისადმი ზიარება 4) კეთილგანწყობილი დამოკიდებულება განსხვავებული ლინგვისტური და კულტურული ჯგუფების მიმართ 5) ეთნიკური უმცირესობებისთვის თანასწორი განათლების მიღების საშუალება.“ [2]. ბი და მულტიკულტურალიზმი ქვეყნის დემოკრატიის განმსაზღვრელი კრედოა. თითოეული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თავს სრულყოფილ მოქალაქედ უნდა გრძნობდეს. სწორად და ეფექტურად დაუფლებული ორი და მეტი ენა წარმატებული კარიერისა და პიროვნული განვითარების საწინდარია. კულტურათშორისი ურთიერთობების ცოდნა და ამ კულტურათა ფლობა ადამიანს პიროვნულად განვითარებაში და საკუთარი თავის მრავალ ასპექტში დანახვასა და გამოცდაში ეხმარება.როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მიუხედავად უმცირესობაში ყოფნისა მას აფასებენ და უსმენენ, თავადაც დიდი ემპათიის გრძნობით იმსჭვალება.ამ დადებით მხარეებზე საუბრობს ირინა შუბითიძეც:“ ბილინგვიზმის არსებობა ემიგრანტი ოჯახების შვილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური გამოსავალია, რათა ბავშვებმა შეინარჩუნონ მშობლიური ენა, მაგრამ, ამავდროულად, ისწავლონ დომინანტი ენა, რათა ენის საშუალებით გაეცნონ და გაითავისონ მასპინძელი ქვეყნის ღირებულებები, ცხოვრების წესი, ტრადიციები, კულტურა, ისტორია.“(შუბითიძე.2010.გვ41-42). დომინანტი ენის ცოდნა აუცილებელია, რათა ადამიანი ეფექტურად ინტეგრირდეს სოციუმში და არ წააწყდეს პრობლემებს.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არ ამართლებს და ხშირად უმცირესობა დიდ პრობლემებს აწყდება.ხშირია რასიზმისა და ქსენოფობიის პრობლემები სკოლებსა თუ სხვა დაწესებულებებში. ცუდი დახვედრისგან გამოწვეული დიდი ტკივილით ხშირად მოსწავლეებს გული უცრუვდებათ საერთოდ სწავლაზე და ვერ ახერხებენ არათუ სოციუმის, არამედ საკუთარ ენაზე სწავლას.საზოგადოების მზადყოფნა და წინასწარი დამოკიდებულება აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინდივიდუალურობაზეცაა დამოკიდებული. ხშირად მონოლინგვისტებიც კი დიდ სირთულეებს აწყდებიან თავიანთ საზოგადოებაში და ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ. ხშირად იმაზე მეტისაც კი, ვიდრე ბილინგვისტებს.ეს შეიძლება საზოგადოების დიფერენცირებულმა შეხედულებებმაც კი გამოიწვიოს, მაგალითად ბავშვების „ნიჭიერებად და უნიჭოებად დაყოფამ“ (ჯაყელი და სხვანი.2017.გვ36) ამ „სიაში“ კი შეიძლება, როგორც მონოლინგივსტი, ისე ბილიგვისტიც მოხვდეს. თუმცა პრობლემასთან გამკლავება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მზადაა პიროვნება დაუპირისპირდეს საზოგადოებას და რამდენად შესწევს მას უნარი დაძლიოს სირთულეები.

რეფერატში ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა მკვლევართა მოსაზრებები.როგორც ხედავთ, მათი აზრები ბევრ რაღაცაში ემთხვევა, თუმცა ბევრშიც განსხვავდება.ჰორბერგერი აღნიშნავდა, რომ ბილინგვური განათლება არის „რესურსი და არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას.“ [3]. ჰორბერგერის მოსაზრებას პირდაპირ თუ ირიბად ზემოაღნიშნული ბევრი ავტორი ეთანხმება, თუმცა ყველას საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულება აქვს მეთოდისადმი. თუ შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ „სუბმერსია“ ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა შედეგის დასადებად, ამას არ იზიარებს ირინა ბაგაური. კახა გაბუნიასთან ახალ მეთოდს-„იმერსიას“ ვხვდებით, თუმცა ეს, მისი აზრით, ნაკლებად ამართლებს და უფრო მისაღები და შედეგიანი დუალური ბილინგვური განათლებისა და გამამდიდრებელი ბილინგვური განათლების მოდელებია. „ტრანსენობრივი მეთოდი გულისხმობს, რომ კითხვა და მოსმენა ხორციელდება ერთ ენაზე, ხოლო პროდუცირება (ლაპარაკი და წერა) - მეორე ენაზე და სწავლების პროცესში ენების ფუნქციები ხშირად იცვლება.“ (გაბუნია.2010.გვ30). ამ მეთოდს საკმაოდდ ეფექტურად იყენებენ უელსის საშუალო სკოლები. შეიძლება ითქვს, რომ ბილინგვური განათლება ამ მეთოდის სახით ერთგვარ რესურსს აძლევს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ზოგადად განათლების სისტემას, რაც შეიძლება სწრაფად და ხარსხიანად აითვისოს ბავშვმა მშობლიური და დომინანტური ენები. ამ მეთოდით სწავლა დომინანტ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებს ერთ ახალ ენას შესძენს, ხოლო უმცირესობებს კი არ შერცხვებათ თავიანთ ენებზე საუბრის და რაც მთავარია, გარიყულად არ იგრძნობენ თავს.

სტატიაში ვეცადე დამენახვებინა, რომ ბილინგვური განათლება სულაც არაა პრობლემა, მთავარი მეთოდის შერჩევა და რესურსთა სწორად განაწილება და გამოყენებაა. ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს სოციუმის თითოეულმა წევრმა: მოსწავლემ, მშობელმა, მასწავლებელმა და საზოგადოების სხვა წევრებმა. ბი და მულტილინგვისტური განათლება, შეიძლება ითქვას, რომ არის ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი ეროვნული უმცირესობებისათვის, ინტეგრირდნენ და ადაპტირდნენ საზოგადოებაში, განვითარდნენ პიროვნულად და კარიერულად, ისე, რომ არ დაკარგონ ეროვნული თვითმყოფადობა, შეინარჩუნონ კულტურა, ტრადიციები და შეხედულებები.მზად იყვნენ მიგრაციისთვის, უკეთესი ცხოვრების ძიების გზაზე, ისე, რომ თავიდან აიცილონ ასიმილაცია და შეინარჩუნონ კულტურული იდენტობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • შალვა ტაბატაძე, ბილინგვური განათლების პროგრამები; რა არჩევანი აქვთ საქართველოში საჯარო სკოლებს, ბილინგვური განათლება, #1, 2010
  • ირინა ბაგაური სუბმერსია – ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა. დაბეჭდილია ჟურნალში „ბილინგვური განათლება“, #1, 2010
  • კახა გაბუნია ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლების თავისებურებები ბილინგვურ კლასში. დაბეჭდილია ჟურნალში „ბილინგვური განათლება“, N1, 2010
  • ირინა შუბითიძე ხშირად დასმული შეკითხვები ბილინგვიზმის ირგვლივ. დაბეჭდილია ჟურნალში „ბილინგვური განათლება“, #1, 2010
  • თამარ ჯაყელი, მზია წერეთელი, ია აფთარაშვილი, ბილინგვური განათლება სკოლამდელ საფეხურზე - ზიანი თუ სარგებელი? დაბეჭდილია ჟურნალში: GESJ: Education Science and Psychology 2017 | No.4(46)
  • 2005 - LINDHOLMLEARY, K.J., 2005, Review of Research and Best practiceson Effective Features of Dual Language Education Programs. http://www.lindholmleary.com/resources/review_research.pdf
  • Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი
  • http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=12561

















0
602
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ჩხეიძე
მარიამ ჩხეიძე
602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0