შოუბიზნესი წვრილი წელი ნებისმიერ ფასად: 10 ვარსკვლავი, რომელმაც "ზედმეტი" ნეკნები ამოიღო 2020, 5 დეკემბერი, 17:04 სილამაზისთვის ადამიანი რას აღარ გააკეთებ - მტკივნეული პროცედურები, "სილამაზის" ინექციები, ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები, ეს იმ სიის არასრული ჩამონათვლია, რაც ქალბატონებს სილამაზის დიდი ხნით შენარჩუნებაში ეხმარება... თუმცა ეს ყოველივე იმ ოპერაციასთან შედარებით რომლის შესახებაც სწორედ დღეს მოგიყვებით ნამდვილად არაფერია... მოგეხსენებათ, რომ წვრილი წელი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან სილამაზის სტანდარტად ითვლებოდა, რომლისკენაც განურჩევლად ყველა ქალი ისწრაფოდა. მშვენიერი სქესის წარმომადენლებს რა მსხვერპლზე აღარ უწევდათ წასვლა: ჯერ თავს კორსეტების ტარებით იტანჯავდნენ, შემდეგ კი უფრო რადიკალურ ზომებზეც წავიდნენ და წელის დაწვრილების მიზნით - "ზედმეტი" ნეკნების ამოღება დაიწყეს. აღნიშნული ოპერაცია ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სახიფათო ქირურგიულ ჩარევად ითვლება, რომელსაც ჯანმრთელობისთვის უზარმაზარი ზიანის მიყენება შეუძლია, თუმცა ქალებში "ქვიშის საათის" სხეულის ქონის სურვილი იმდენად დიდია რომ ისინი უკან არაფერზე იხევენ.მერლინ მონროშერიდიტა ფონ ტიზიდემი მურირაკელ უელჩიამანდა ლეპორიჯენეტ ჯექსონიპიქსი ფოქსიტალიასოფია ვოლერსჰაიმი225 შეფასება არ არის |