x
image
ოტი
სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა ადამიანთა წინაპრების აქამდე უცნობი სახეობის ნაშთები იპოვეს.

imageსამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა ადამიანთა წინაპრების აქამდე უცნობი სახეობის ნაშთები იპოვეს. როგორც ამერიკული გამოცემა The New York Times წერს, უნიკალური აღმოჩენა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი 15 ჩონჩხი შესაძლოა ჰომოსაპიენსის წინაპართა ახალ ჯგუფს განეკუთვნებოდეს. კვლევაში 60-ზე მეტი მეცნიერი იყო ჩართული. მეცნიერებმა აღმოჩენილი ჩონჩხის ახალ სახეობას ჰომო ნალედი უწოდეს. გამოქვაბულში ნაპოვნია 1500-ზე მეტი ძვალი, რომლებიც სპეციალისტების ვარაუდით სავარაუდოდ 15 ადამიანს ეკუთვნის. აღმოჩენილი უცნობი სახეობის არსება ისეთი გარეგნული ვიზუალით გამოირჩევა, რომელიც მოწმობს იმ ფაქტს, რომ ჰომო ნალედი რამდენიმე ათასი წლისაა. გარდა ამისა, ჰომო ნალედის ტვინის მოცულობა თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ჰომოსაპიენსის. ჰომო ნალედის სიმაღლე 150 სანტიმეტრი. ანთროპოლოგები ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი ძვლები 3 მილიონი წლის წინანდელია. კიდევ უფრო გასაოცარი ამ აღმოჩენაში არის ის ფაქტი, რომ გამოქვაბულში ძვლები ძალიან ვიწრო გადასასვლელში იპოვეს, რომლის დიამეტრი 17.8 სმ-ია. ანთროპოლოგების ერთი ნაწილის ვარაუდით, ამ უნიკალური აღმოჩენის ყველაზე უფრო ნათელი ახსნა არის ის ფაქტი, რომ ძვლები მათმა ნათესავებმა დააგდეს გამოქვაბულში, მაგრამ თანამედროვე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰომო ნალედის ჯგუფს დაკრძალვის რიტუალის კულტურა ჰქონდა და სამარხში ჩასვლისას გზას ცეცხლით ინათებდნენ. ანთროპოლოგები აცხადებენ, რომ ჰომო ნალედის აღმოჩენამ შესაძლოა ადამიანის ევოლუციასთან დაკავშირებით აქამდე არსებული მოსაზრებები და კვლევები რადიკალურად შეცვალოს.

0
78
7-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0