რომის პაპმა ცნობილი ბრაზილიელი მოდელის საკმაოდ "გულღია" სურათების მოწონებით თავი უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო
რომის პაპმა ფრანცისკმა ბრაზილიელი მოდელის ნატალია გარიბოტოს სურათები მოიწონა მოდელის "ინსტაგრამ" გვერდზე, რამაც საზოგადოების არაერთსახოვანი რეაქცია გამოიწვია. მოგეხსენებათ პაპი კათოლიკური სამყაროსათვის წესიერების სიმბოლოა (მართალია წესიერებით რომის პაპების უმეტესობა მათი ქმედებების გამო ვერ დაიკვეხნიდა), შესაბამისად საკმაოდ პიკანტური სურათების მოწონებით პაპმა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი.
ბრაზილიელი ნატალია გარიბოტო "ინსტაგრამ" მოდელია უზარმაზარი აუდიტორიით, მას 2.2 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. მოდელი საკმაოდ პიკანტურ სურათებს ტვირთავს საკუთარ გვერდზე და შესაბამისად მის გვერდს ძალიან დიდი რაოდენობის მნახველები ჰყავს, ხელმომწერებზე აღარაფერი, რომ არ ვთქვათ.
ერთ დღეს კი ნატალიმ განაცხადა, რომ "ინსტაგრამის" მის გვერდზე მისი სურათები მოიწონა თავად რომის პაპმა ფრანცისკმა, საინტრესოა, რომ პაპმა მოიწონა სურათი, სადაც ბრაზილიელი მოდელი სკოლის მოსწავლის სახეს განასახიერებს, მოკლე ქვედაბოლოთი და ჩულქებით.
აი ეს სურათი მოიწონა რომის პაპმა
გთავაზობთ ბრაზილიელი მოდელის სურათების კოლაჟს, სადაც ის ბრაზილიური "ტამტამებით" და შთამბეჭდავი სხეულის ფორმებით პოზირებს.
+14