x
image
მანჩო 777
სინგაპურის ლაბორატორიაში მიიღეს ხელოვნური "ქათმის ხორცი", რომლის გაყიდვა ოფიციალურად იქნა ნებადართული
სინგაპურის ლაბორატორიაში ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ შეძლეს ქათმის ხორცის ხელოვნურად მიღება. მიღებულ პროდუქტს "ქათმის" ხორცი პირობითად ეწოდა, რადგან გემოვნური თვისებებით და კონსისტენციით ძალიან ჰყგავს შინაური ფრინველის ხორცს. პროდუქტმა უკვე გაიარა მკაცრი ლაბორატორიული შემოწმება და ის სულ მალე ჩაეშვება წარმოებაში. კვების პროდუქტების ხარისხის მაკონტროლებელმა ორგანოებმა ხელოვნურად მიღებული ხორცი უკვე მოიწონეს და თანხმობა განაცხადეს გასაყიდად მის მასობრივ წარმოებაზე.




image



''ქათმის ხორცის'' მწარმოებელია ამერიკული სტარტ-აპ კომპანია Eat Just. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ მიერ მიღებული პროდუქტი არის აბსოლუტურად სუფთა ხორცი და არა მოკლული ცხოველის ან ფრინველისაგან მიღებული. აღსანიშნავია, რომ სინგაპური არის პირველი ქვეყანა, რომელიც დათანხმდა ხელოვნური ხორცი მასობრივად ჩაეშვა გაყიდვაში. თავდაპირველად ხელოვნურ ხორცს გამოიყენებენ ნაგეთსების დასამზადებლად, ხოლო უახლოეს მომავალში ის სუფთა სახით გაიყიდება სინგაპურის სუპერმარკეტებში.



image




განსხვავებით აქამდე არსებული ხელოვნური ხორცისა, რომელსაც სოიოს ფარშის, საკვები წებოს და ჟელატინისაგან ამზადებდნენ, კომპანიის მიერ მიღებული ხორცი წარმოადგენს უჯრედულ ანუ კულტივირებულ პროდუქტს, რომელიც წარმოებულია სინჯარაში გამოზრდილი ცხოველების უჯრედებისაგან. მას სხვაგვარად "in vitro" ხორცსაც უწოდებენ. ინვესტორებს ასეთი პროექტები იზიდავს იმით, რომ ჩვეულებრივი, ახალი ხორცი მიღებულია არა ფრინველების, ცხოველების და გარემოს განადგურებით.



image



როგორც კომპანია Eat Just-ის დამფუძნებელმა და მთავარმა დირექტორმა ჯოშ ტეტრიკმა განაცხადა, "პირველად გაიყიდება ნამდვილი, ჩვეულებრივი ხორცი, მაგრამ ამისათვის საჭირო არ იქნება თუნდაც ერთი ფრინველის ან ცხოველის დაკვლა''. მანვე განაცხადა, რომ ხელოვნური ხორცისაგან დამზადებული ნაგეთსების ღირებულება იქნება იგივე, რაც ქათმისა და ისინი უახლოეს ხანებში გაიყიდება სინგაპურის რესტორნებსა და სუპერმარკეტებში.

სინგაპური, სადაც 5, 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დღესდღეობით აწარმოებს ქვეყნის მოსახლეობისათვის საჭირო პროდუქტის მხოლოდ 10%-ს, ხოლო დანარჩენის იმპორტირებას ახდენს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო დეპარტამენტის მონაცემებით, ქათმის ხორცს მეორე ადგილი უჭირავს მსოფლიოში მოხმარებული ხორცის რაოდენობის მიხედვით (პირველ ადგილზეა ღორის ხორცი). ყოველწლიურად მსოფლიოში 69 მილიარდამდე ქათამი იკვლება. ფრინველებს დიდი რაოდენობით სჭირდება საკვები, რომლის მთავარ შემადგენელ კომპონენტს სოიოს მარცვლები წარმოადგენს. გარემოს დამცველები ქათმის ხორცის მოხმარების ზრდას პირდაპირ უკავშირებენ ამაზონის ტყეების გაჩეხვას. გაჩეხილ ადგილებზე ძირითადად სოიო მოჰყავთ.



image



რაც შეეხება გემოვნებით თვისებებს, ირწმუნებიან, რომ ხელოვნური ხორცი ძალიან ჰგავს ქათმის ხორცს და გარეგნულადაც მისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა სინგაპურის სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელ ორგანოებში არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანის ორგანიზმს ხელოვნური ხორცის სისტემატურმა გამოყენებამ. გამორიცხული არ არის, რომ წლების შემდეგ ასეთი პროდუქტის მიღებამ ადამიანის გენეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს და უარყოფითად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე.









0
35
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0