საზოგადოება როგორ უნდა შევხვდეთ ხარის წელიწადს და რა უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე?! 2020, 2 დეკემბერი, 20:13 ახალ წელს ყველა ახალი იმედებითა და ხალისით ვხვდებით, წელს კი სურვილები გასამმაგებულია და ყველას გვინდა ახალმა წელმა ძველი წელი დაგვავიწყოს. ხარის წელი მოდის, ხარი საკმაოდ კონსერვატიული ცხოველია მას უყვარს სიმყუდროვე და კომფორტი, აფასებს ერთობას, ოჯახს და ჰარმონიას ამიტომ ამ წელს საუკეთესო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად შეხვდით საახალწლო სუფრა ხარი უპრეტენზიო ცხოველია ამიტომ ნუ შეიწუხებთ თავს დახვეწილი კერძების მომზადებით, მოამზადეთ მარტივი და ნოყიერი საკვები. საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს მცენარეული საკვები, ასევე კარტოფილის კერძი, ხალხური კერძები და კოტლეტი. რაც შეეხება სასმელებს უმჯობესია გაზიანი სასმელები სახლში მომზადებული წვენებით ჩაანაცვლოთ საახალწლო ჩაცმულობა 2021 წელი თეთრი მეტალის ხარის წელია ამიტომ უმჯობესია თუ ამ ფერის სამოსს შეარჩევთ, მსუბუქი ფერები ამ წლის ფავორიტი იქნება და უმჯობესია ახალ წელს თუ მსუბუქ ფერთა ტონალობაში შეხვდებით. თავი შეიკავეთ წითელი ან სხვა კაშკაშა ფერების გამოყენებისგან საჩუქრები კარგი იქნება თუ ხარის წელს ერთმანეთს გამოყენებად და ხშირად მოხმარებად საჩუქრებს აჩუქებთ ხარის წელი კი მოგიტანთ ნანატრ სიმშვიდეს და ჰარმონიას. 70 1-ს მოსწონს
|