ესე პავლე მოციქული და ქრისტიანობის უნივერსალურობა 2020, 2 დეკემბერი, 19:19 პავლე მოციქული არის ადამიანი რომელმაც ყველაზე ღრმად და შინარსიანად გაიაზრა იესო ქრისტეს ჭეშმარიტი გზა და მისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა. მესიის გამოჩენა მთელს მსოფლიოში და ონტოლოგიურ ვლენაში ყველაზე დიდი და გარდამტეხი მოვლენა იყო. მან ჩვენი, ადამიანების ცოდვები თავის თავზე აიღო და შემდეგ ეწამა, რათა დაეხსნა ხალხის სულები წარწყმედისა და გადაგვარებისაგან. როგორც პავლე მოციქული გვეუბნება „თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ“ (რომ. 2014 1:22). კაცობირობის განვლილ ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ რაოდენ ბევრი ადამიანი იდგას და დგას ქრისტეს გზაზე, რომლებმაც საკუთარი თავი სულიდან ხორცამდე უფალს მიუძღვნეს.ზოგი დაბადებიდან მის გზას გაჰყვა, ზოგის ცხოვრებაში კი ისეთი გარდამტეხი რამ მოხდა, რამაც თვალი აუხილა მას და მზის შუქი, რომელიც უფლისგან მოდის, კვლავ დაინახა. სწორედ ასეთია პავლე მოციქულის გზაც. იგი ჯერ ებრაელი კაცი იყო, სახელად - სავლე, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა. თუმცა როდესაც იხილა ქრისტე დამასკოს გზაზე ხილულ სასწაულად, მან გაიაზრა თავისი თავის არსის მნიშვნელობა, პავლე დაირქვა და ქრისტიანული მოძღვრების გავრცობასა და ქადაგებას შეუდგა. განსხვავება პავლესა და სხვა მოციქულებს შორის სწორედ ესაა. იგი არ დაბადებულა ქრისტეს სიყვარულით აღტკინებული და არც ბავშვობაში მდგარა მის გზაზე. თუმცა ამ გარდამტეხმა ამბავმა იგი სწორ მიმართულებაზე დააყენა და ახლა იგი ქრისტიანობის ერთ - ერთი მთავარი ფიგურაა, რომელმაც მის გავრცობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგი ებრაელი იყო, მაგრამ მიიჩნევდა რომ ქრისტიანული სარწმუნოება შეზღუდული არ იყო. არ ქონდა მნიშვნელობა თუნდაც იუდევლად დაბადებულიყავი. მთავარი აქ ღმერთის სიყვარულისა და მისი რწმენის პოვნა იყო საკუთარ თავში, რომლის შემდეგაც იქცევა ადამიანი ქრისტიანად. ხსნა ამ სამყაროში ყველასთვის იყო და არის. ღმერთი მიმტევებელი და შემწყნარებელია ჩვენს მიმართ. ამიტომ სწორედ არ აქვს არცერთ ადამიანს განიკითხოს სხვა, რადგან უფალი ჩვენ არ განგვიკითხავს და ეს საქციელი მის წინაშე თავხედური და ამპარტავნული იქნება. პავლე მოციქული ამტკიცებდა რომ ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, რომ ვერ გავექცევით უფალს და ვერც მის წინაშე გავიმართლებთ თავს. მისთვის ხსნა არის ქრისტეს ჯვარი „ როგორც ქრისტე მოკვდა ჯვარზე და აღდგა, ისე ქრისტეს მორწმუნე უნდა „მოკვდეს“ თავისი ცოდვისთვის და აღდგეს განახლებული ცხოვრებით ქრისტეში“ (რომ 2014.74) მაშასადამე ხსნა უფლის სიყვარულშია. უფლის სიყვარულის მიღებას არ ჭირდება ძღვენი. ის თავისთავადი და გარანტირებულია როცა ადამიანი იბადება. ადამიანს არ ესაჭიროება რჯულის კანონების დაცვა, მას მხოლოდ წრმენა და სიყვარული განამტკიცებს და წარადგენს უფლის სამსჯავროზე ღირსეულად. „ისევე, როგორც წერა-კითხვის სასწავლი სავარჯიშოები ბავშვებისთვის განათლების საწყის საფეხურზე მოსახმარი, თორემ ზრდასრულ მწერალს ესენი აღარ სჭირდება“(რომ.2014.74). 217 1-ს მოსწონს
|