ანა ვინტერი ჟურნალ ვოგის მთავარი რედაქტორი დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა მოდის კანონმდებლად და ყველაზე გავლენიან ქალად მოდის გლამურულ სამყაროში, მაგრამ ამ წელს ჟურნალმა ფორბსმა იგი 51 ადგილზე დაასახელა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა რეიტინგში .
პირველ ათეულში მოხვდნენ პოლიტიკოსი ქალები :ანგელა მერკელი, ჰილარი კლინტონი, დილმა როუსეფი, მიშელ ობამა, მელინდა გეითსი, ოპრა უინფრი.
რაც შეეხება მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიან ქალბატონს დიანა ფონ ფურსტენბერგს 33 ადგილი ერგო და მანაც როგორც ანა ვინტერმა მეორე ადგილიდან გადმოინაცვლა, გამოდის მსოფლიო საზოგადოებისთვის პოლიტიკური აქტიურობა უფრო აქტუალურია ვიდრე მოდის ბიზნესში დახარჯული ენერგია.