სხვა უნიკალური კადრები: ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა დუბაი, სანამ იქ ნავთობს აღმოაჩენდნენ (15 ფოტო) 2020, 1 დეკემბერი, 21:18 ნავთობისა და გაზის საბადოების აღმოჩენამდე დუბაი მცირე დასახლებიან (800 ათასი) ერთ მშრალ და გვალვიან უდაბნოს წარმოადგენდა, თუმცა ბოლო 40 წლის განმავლობაში იქ ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა. 1958 წელს ბრიტანელებმა იქ ნავთობი აღმოაჩინეს (მოგეხსენებათ, იმ დროისთვის ემირატები ბრიტანეთის მმართველობაში შედიოდა) 1970 წლის შემდეგ კი "შავი ოქრო" უკვე არაბების სრულ განკარგულებაში გადავიდა. გთავაზობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქის (ტერიტორიის სიდიდის მიხედვით მეორე დედაქალაქ აბუ - დაბის შემდეგ) უნიკალურ საარქივო კადრებს, რომლებიც ნათლად ასახავს თუ როგორ მოკრძალებულად გამოიყურებოდა ახლა უკვე მსოფლიოს ერთ - ერთი უმდიდრესი და ულამაზესი ქალაქი - დუბაი ნავთობის აღმოჩენამდე.წყალმომარაგება დუბაიში, 1960-იანი წლები![]() პირველი თვითმფრინავი, რომელიც დუბაის აეროპორტში 1965 წელს დაეშვა იყო - "Middle East Airlines" - ის "Comet" -ი![]() პირველი "Jashanmal" - ის მაღაზია დუბაიში, 1956 წელი![]() საათის კოშკი დეირას რაიონში, ქვიშითა და რამდენიმე შენობით გარშემორტყმული![]() დუბაის ერთ-ერთი ყურე, რომელიც ადრე მარგალიტით ვაჭრობისა და თევზაობის პატარა ცენტრს წარმოადგენდა![]() ნავთობის ადგილმდებარეობა ომანის ხელშეკრულებაში, 1950-იანი წლები, "ომანის ხელშეკრულება" ან "შეთანხმებითი სანაპირო" - ასე უწოდებდნენ ემირატების სანაპიროს მას შემდეგ, რაც საზღვაო სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი.დუბაი 1950-1960-იან წლები![]() ზედხედიდუბაის აეროპორტი![]() დუბაის აეროპორტი 1965 წელი![]() ბურ - დუბაი 1960-იან წლები![]() დღესდღეობით, ის ქალაქის ერთ - ერთ ულტრათანამედროვე რაიონს წარმოადგენს![]() დუბაის ბაზარი, 1960-იანი წლები![]() მამაკაცი, სანელებლებისა და ლიმონის გაყიდვის პროცესში კალიანის მოწევისას, 1960-იანი წლები![]() ბედუინები სახლის წინ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის დროს, 1960-იანი წლები, ზოგჯერ ისინი დუბაიში ჩადიოდნენ და პალმის ხის უბრალო ქოხებში სახლდებოდნენ![]() აქლემების ქარავანი დუბაის გავლით მოგზაურობისას, 1960-იანი წლები![]() და აი, 2015 წელს გადაღებული თანამედროვე დუბაის ფოტოც![]() აი, ის ძვირადღირებული სასტუმროებით გარშემორტყმული ცნობილი საათის კოშკიც1142 1-ს მოსწონს |