x
image
ნინიკ
ფერთა თერაპია
ფერი – ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღების სხვადასხვა სიგრძის ნაკრები. ხოლო ტალღის სიგრძე საზღვრავს მის ფერს.
image

წითელი
– სისხლის, სასიცოცხლო ენერგიის ფერი, აქტიურობის და ვნების, ამიტომ, თუ მწვავე შეგრძნებებს ეძებთ ან ინტიმური ცხოვრების მოწყობა გსურთ, საძინებლის გასაფორმებლად უკეთეს ფერს ვერ იპოვით. ამასთან, სულაც არ არის საჭირო ოთახი წითელ ფერში შეღებოთ, ან წითელი ფარდები ჩამოკიდოთ. საკმარისია დადოთ მაგიდაზე წითელი ყვავილები, მაგალითად ვარდები ან მორთოთ ოთახი წითელი ქაღალდის ან მინის გულებით. მთავარია – ზომიერება. რაც ნაკლებია წითელი ფერი, მით უკეთესია და მით უფრო დადებითად მოქმედებს იგი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ წითელი თეთრეული – ყველაზე სექსუალურია. იგი უბრალოდ აძლიერებს სექსუალურ “მადას”. იგივე ითქმის წითელ საცხზე ტუჩისათვის და ლაქზე ფრჩხილებისათვის.

ნარინჯისფერი – სასიამოვნო თბილი ფერია, მაგრამ დიდი რაოდენობით, ისევე, როგორც წითელმა, შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. ეს ფერი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის, ასევე თირკმელების და მკერდის დაავადებების განკურნებაში. იგი ასევე აძლიერებს იმუნიტეტს და ეფექტურია სექსუალურ სფეროში არსებული დარღვევებისას. მაგრამ იყავით ფრთხილად: დიდი რაოდენობით ნარინჯისფერი იწვევს შეშფოთებას და განრისხებას.

ყვითელი – კიდევ ერთი ფერი-სტიმულატორი. იგი დადებიდათ მოქმედებს გონებრივ საქმიანობაზე და ხელს უწყობს მოდუნებას. თუ რაღაცაში აიხლართეთ, დაკარგეთ რეალობის შეგრძნება ან გაწუხებთ გულმავიწყობა, შეარჩიეთ ყვითელი. თუ გჭირდებათ სწრაფად დაიმახსოვროთ დიდი რაოდენობის ინფორმაცია, მოიმარაგეთ ყვითელი ფერის საგნები გარშემო.

მწვანე – პოპულარული და პრაქტიკული ფერია. ასოცირდება რა ბუნების სიმწვანესთან, ასტიმულირებს ზრდას და განვითარებას. იგი აწყნარებს, ხსნის გაღიზიანებას და დაგეხმარებათ შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში. თუ თქვენთვის თქვენი სახლი – თქვენი ციხე-სიმაგრეა, სადაც აღიდგენთ ძალებს, გამოიყენეთ დეკორში მწვანე და მისი მრავალფეროვანი ელფერი(მაგალითად, მწვანე ქვები ან სანთლები). შესანიშნავი იდეაა ოთახის მცენარეების მომრავლება. ეს ფერი ასევე იზიდავს ბედნიერებისა და ფინანსური წარმატების ენერგიას (შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკული ფული მწვანეა!).


ცისფერი – სპეციალისტები თვლიან, რომ ცისფერს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და პირ-ღებინების საწინააღმდეგო ეფექტიც კი. ცისფერს იყენებენ ზოგიერთი პროცესის შენელების მიზნით, მაგალითად, გახშირებული გულისცემის ან ქალისათვის ჭარბი მენსტრუაციის შემცირების მიზნით, დიარეისა და უძილობის სამკურნალოდ.

ამბობენ, რომ ცისფერი სამოსი ეხმარება კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას, ხოლო იისფერი ჭურჭელი – შეგიმცირებთ მადას. ფერთა მაგიის ლოგიკა აქ გასაგებია: ცივ ფერებში უნდა ეძებოთ დახმარება რაღაცის «გაციების» საჭიროების შემთხვევაში – ტემპერატურის, ნერვული დაძაბულობის ან მადის.

ლურჯი – დამშვიდებისა და ჰარმონიის ფერი. იგი დაგამშვიდებთ და დაგეხმარებათ ემოციური და ფიზიკური ჰარმონიის მიღწევაში. ამას გარდა, ლურჯი და მისი გამა დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში და აწონასწორებს ხასიათს. ცივი ლურჯი დაგეხმარებათ დამწვრობის მოშუშებაში, აქვეითებს მაღალ ტემპერატურას და ხსნის ნერვულ დაძაბულობას. მაგრამ ლურჯის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შიძლება გამოიწვიოს დეპრესია ან აპათია ცხოვრების მიმართ და მოწყენილობა.

იისფერი – დაგეხმარებათ ეპილეფსიის და ართრიტის მკურნალობისას, ჭრილობების შეხორცებაში და ძვლების შეზრდაში. ეს ფერი ასევე სიმბოლოა სულიერი ზრდისა. იისფერი დაგეხმარებათ ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში და სულიერ სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ შთაგონების ფერია! გამოიყენეთ იგი მედიტაციის დროს, რომ მიაღწიოთ გასხივოსნებას და მიიღოთ პასუხი გადასაწყვეტ საკითხზე.

თეთრი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერი, რომელსაც ნეგატიური ემოციის გასაწმენდად იყენებენ. იგი დაგეხმარებათ შინაგანი ჰარმონიისა თვითშემეცნების უმაღლესი დონის მიღწევაში. თეთრი ასევე იმედის სიმბოლოა, სიწმინდისა და შემოქმედების. აღმინშვნელია წმინდა ცოდნისა და სულიერი ხელმწიფებისა. ამიტომ, თუ ძალიან “ჩაიძირეთ” საზრუნავში, პრობლემებში და სტრესში, მოიმარაგეთ გარშემო თეთრი ფერის ნივთები – და გული და აზროვნება გაგინათდებათ.

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0