x
უიღბლო სიყვარული-2

და გადაწყვიტა ქალბატონი მოეშორებინა. შუადღე მოახლოვდა თუ არა, მარიამ ხელში დანა აიღო და ქალბატონის ოთახისკენ გასწია. იცოდა, რომა ამ დროს მას სულ ეძინა. მართლაც, შეაღო თუ არა კარი, ტკბილად ჩაძინებული სესილი დაინახა და დანააღმართული მისკენ გაემართა. დიდხანს დასცქეროდა ზემოდან მძინარეს, ბოლოს მაინც ვერ გაიმეტა მოსაკლავად და გარეთ გამოვიდა.

არ იცოდა სად მიდიოდა, ფეხებს თვითონ მიჰყავდა. ბოლოს მდინარის პირას აღმოჩნდა. დაღამებამდე იჯდა მარია იქ და მდინარის ხმას უსმენდა. დიდხანს ფიქრობდა რა უნდა ექნა. ბოლოს გადაწყვიტა. ადგა, მიმოიხედა და მთვარის შუქით განათებული მდინარის ტალღებში გადაეშვა. პირველად გააჟრჟოლა, შესცივდა, მერე შვება იგრძნო და გაიფიქრა არც თუ ისე ცუდი ყოფილა სიკვდილიო. მერე ყველაფერი დამთავრდა...

მეორე დღეს მომიჯნავე სოფელში მდინარემ ახალგაზრდა ქალის სხეული გამორიყა.

image


4
114
4-ს მოსწონს
ავტორი:ლელეე
ლელეე
114
  
2012, 27 აგვისტო, 17:29
ცოდოა, მაგრამ თავის მოკვლას ის ქალბატონი მოეკლა არ არჩივნა?
2012, 25 აგვისტო, 23:13
რა სევდიანი ფინალი ქონდა :((((
2012, 24 აგვისტო, 10:51
უი,შემეცოდა.
0 1 4