კახეთი პატრიარქის კურთხევით, სოფელ ოზაანის „ამაღლებაში“ სამონასტრო ცხოვრება აღდგა 2020, 27 ნოემბერი, 11:09 ![]() სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში სამონასტრო ცხოვრება აღდგა და მღვდელმსახურება განახლდა. 26 ნოემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა ოზაანის "ამაღლების" სახელობის მამათა მონასტერში, რასაც ეპარქიის მღვდელმსახურები ესწრებოდნენ. როგორც დედოფლისწყაროს ტელევიზიას ეპარქიაში განუცხადეს, ოზაანის ამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვრად იღუმენი სერაფიმე (შავიძე) დაინიშნა, რომელიც მღვდელმსახურებას ინტენსიურად აღავლენს. შეგახსენებთ, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს ოზაანის ამაღლების ტაძარი, რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა. ![]() 107 შეფასება არ არის
|