საბუნებისმეტყველო ვენერა — ჩვენი ისტორიული სამშობლო?! 2021, 8 იანვარი, 12:45 მეცნიერები სერიოზულად განიხილავენ იმის შესაძლებლობას, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ვენერადან იქნა შემოტანილი. აღნიშნულ თეორიას შეუძლია აღიარება მოიპოვოს, თუ მეზობელ პლანეტაზე ბიოორგანიზმების არსებობა დადასტურდება. ამჟამად, «Venera-D»-ს (რუსული ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური) პროექტის ფარგლებში, NASA-ს ასტრობიოლოგები და რუსი ასტროფიზიკოსები ერთობლივ კვლევას სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აწარმოებენ. ფოსფინი ვენერას ღრუბლებში
ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აღმოჩენის შემდეგ, ფაქტიურად დადასტურდა, რომ მასზე ოდესღაც სიცოცხლე არსებობდა. მეცნიერების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პლანეტის ზედაპირზე 500 °С–ია, სავსებით შესაძლებელია, რომ სიცოცხლის გარკვეული ფორმები იქ ისევ არსებობდეს. თუმცა, აუცილებელი არ არის, რომ სიცოცხლე მასზე ჩასახულიყო — ის, შეიძლება, პლანეტაზე სულ სხვა გზით მოხვედრილიყო. მაგ., გამორიცხული არ არის, რომ ბაქტერიები ვენერაზე, დედამიწიდან ჩავარდნილი მეტეორიტის ნაწილებს ჩაეტანა... ან იქნებ, ყველაფერი პირიქით იყო? — სიცოცხლე ვენერაზე, უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე? ამის ვარაუდის საფუძველს უკვე არსებული კვლევის შედეგები იძლევა, რომლის მიხედვით, ვენერას ზედაპირზე ცვლილებები მილიარდი წლის წინ მოხდა და არავინ იცის, მანამდე იქ რა იყო. თუ ოდესმე ვენერაზე სიცოცხლე არსებობდა, არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ ის დედამიწაზე, სწორედ ამ პლანეტიდა მოხვდა... გაფრენა, პოვნა და ბაქტერიის დაჭერა!
ვენერაზე, სპექტრული ანალიზის მიხედვით, მილიარდ ფოსფინზე, წილი 20-ის ტოლია, რაც ასეთი არასტაბილური გაზისთვის, ძალიან ბევრია. მაგ., დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომუშავება ღია ტიპის სანაგვეებზეც კი ხდება, ამ ქიმიური ნივთიერების აქტიურობის გამო, ის ძალიან ცოტაა. ფოსფინი ვენერაზეც უნდა დაშლილიყო. მაგრამ, რადგან ასე ბევრია, ე. ი. იქ მისი გამომუშავების წყაროც უნდა არსებობდეს. ხოლო, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფოსფინი, სწორედ იმ სიმაღლეზეა აღმოჩენილი, სადაც მეცნიერები ბაქტერიების არსებობას ვარაუდობდნენ. უახლოეს მომავალში, საერთაშორისო სადგურიდან ამერიკული ზონდის გაშვება იგეგმება, რომელიც პლანეტის ღრუბლებში იმუშავებს და მეცნიერები, იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, უფრო დეტალურ ცნობებს მიიღებენ. სიცოცხლის ზონა მზის მახლობლად
სიცოცხლე ვენერაზე, შესაძლებელია, დედამიწაზე უფრო ადრე გაჩნდა, რადგან ახალგაზრდა ვარსკვლავის ტემპერატურა, მისი არსებობის ადრეულ სტადიაზე, 30% ნაკლები იყო. შესაბამისად, მზის სიახლოვეს მდებარე პლანეტაზე ტემპერატურა ბევრად უფრო ნაკლები იქნებოდა და ვენერა, ისევე როგორც დღეს დედამიწა, ე. წ. სიცოცხლის ზონაში მდებარეობდა. ხოლო, დედამიწაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები ჯერ კიდევ არ იყო. ამ ვერსიას თუ მივყვებით, მაშინ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ ვენერადან შემოვიდა, თუმცა ეს, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ჰიპოთეზაა. არხის სხვა სიახლეები:1. «საშობაო ზღაპარი» – ლეგენდა სურვილების ასრულებაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე 2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში 3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ 4. ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე 5. ყველაზე გემრიელი ნამცხვრები მოხარშული კრემით 6. ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ფილმებში შეყვარებულები ითამაშეს
604 6-ს მოსწონს
|