x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137402
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511344
ქათქათა კბილები - შენი ღიმილის საიდუმლო
imageლამაზი და ქათქათა კბილები, ქალის (და არა მარტო ქალის) სავიზიტო ბარათია. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელი კბილები შენი ორგანიზმის სიჯანსაღეზე მე-ტყველებს, ლამაზი ღიმილი მიმზიდველობასაც გმატებს და გარშემომყოფებზე ფანტასტიურ შთაბეჭდილებას ახდენ.
ვერაგი ტკივილი: ამ პატარა ძვლოვანმა წარმონაქმნებმა, შეიძლება დიდი პრობლემები შეგიქმნას! თან ყოველთვის, ყველაზე ცუდ და შეუფერებელ დროს შეგაწუხებს. სწორედ მაშინ, როდესაც სტომატოლოგთან ვიზიტის პრობლემაა. მაგალითად ღამით, ტკბილად ჩაძინებას რომ დააპირებ, ან შაბათ-კვირის გასატარებლად აგარაკზე რომ გაემგზავრები... ამ ტკივილის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს.


ყველაზე ხშირად:


#1. კარიესი, ანუ კბილის მინანქრის დაზიანება.

#2. ტკბილეულის, მარილიანისა და სანელებლებიანი საკვების ჭარბად მირება.

#3. ღრძილების ანთება(გინგივიტი).

#4. პულპის ანთება (პულპიტი). როდესაც ანთებითი პროცესი კბილის ფესვში მოთავსებულ რბილ ქსოვილშია.

#5. ''ჯიბე'', რომელიც ორ მოსაზღვრე კბილს შორის ჩნდება.

#6. ხშირად კბილებ არ იხეხავ და ისე იძინებ. ნადები მაგრდება, რაც კბილებს და უარეს შემთხვევაში ღრძილებსაც აზიანებს.

#7. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.(ძლიერი სიცივე ან სიცხე) არ ვიცი, აქამდე შეგიმჩნევია თუ არა, რომ კბილის ტკივილი, ხშირად ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ან მომატების დროს ძლიერდება.

რაც არ უნდა იყოს ტკივილის მიზეზი, სტომატოლოგს აუცილებლად, ყოველმიზეზგარეშე უნდა მიმართო, მაგრამ თუკი ტკივილმა თავი უდროო დროს, შუაღამით შეგახსენა, მოგიწევს დილამდე

საკუთარ თავს თავადვე გაუწიო ''სტომატოლოგიური მომსახურება'':

image* გაიხეხე კბილები მენთოლიანი კბილის პასტით.
* პირში სოდიანი (თუ არ გაქვს მარილიანი) ნელთბილი წყალი გამოივლე.
* არაყი ჩაიგუბე და პირში რამდენიმე წუთს გაიჩერე.


* დაუშვებელია მტკივან მხარეს სათბურას ან შემთბარი ნაჭრის დადება. ასე ტკივილი კიდევ უფრო მოიმატებს. პირიქით, გირჩევ ლოყაზე (მხოლოდ 5 წუთით) ყინულის ნაჭერი დაიდო.

* მიიღე რაიმე ტკივილგამაყუცებელი საშუალება. მაგრამ წინასწარ ექიმს შეუთანხმდი რომელ მათგანს გამოიყენებ, რადგან ზოგიერთი მედიკამენტი შესაძლოა უარყოფით გავლენას ახდენდეს შენს ორგანიზმზე.

მე პირადად გირჩევ: ტკივილის გაყუჩების მიზნით დაუშვებელია კბილსა და კბილს შორის მყარი საგნებით (გათლილი ასანთის ღერით, ქინძისთავით) მანიპულირება. ასევე, არამც და არამც არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი აბების ხანგრძლივად მიღება. თუ კბილი აგტკივდა, სტომატოლოგს მეორე დილითვე მიმართე, მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა. ნუ მოგატყუებს დილით, დროებით გაყუჩებული კბილი - დაბნელებასთან ერთად ტკივილიც განახლდება. ასევე მინდა ისიც გაითვალისწინო, რომ ზოგჯერ, ტკივილი ან უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, არა კბილის, არამედ სხვა რამის ბრალია.



ეს შეიძლება იყოს:


შუა ყურის ტკივილი: ამ დროს ტკივილი ძირითადად უკანა კბილებში იჩენს თავს.


ყბა-სახის ტრავმა: ამისთვის არ არის აუცილებელი მოკრივესთან შერკინება. შენ წარმოიდგინე, ტრავმის მისარებად ხშირად ერთი დამთქნარება ან მაგარი ლუკმის ღონივრად დაღეჭვაც კი საკმარისია. ჰოდა, ფრთხილად იყავი.


ნევრალგია: ამ დროს ძირითადად, სამწვერა ნერვი ზიანდება. დამნაშავე კი ხშირად ძლიერი სიცივეა. თუ სამწვერა ნერვის ანთების თავიდან აცილება გინდა, ნება იბოძე და ზამთარში შარფი გაიკეთე.

2
188
4-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
188
  
2012, 24 აგვისტო, 13:54
I LIKE :)
2012, 24 აგვისტო, 11:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2