x
მეტი
  • 17.07.2024
  • სტატია:136016
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510295
ჟურნალისტი მე-9 სართულიდან შვილებთან ერთად გადახტა

imageბელორუსის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი მე-9 სართულის აივნიდან 2 და 7 წლის შვილებთან ერთად გადახტა.
32 წლის ქალისა და მისი ვაჟების ცხედრები მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში იპოვეს. პირველადი ვერსიით, მილენა თვითმკვლელობამდე მშობიარობის შემდგომმა დეპრესიამ მიიყვანა. ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.
“გამოძიება ამ ინციდენტის მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას ასახელებს. შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე “მცირეწლოვნების შეგნებულად მკვლელობის” მუხლით, “ – ციტირებს “ინტერფაქსი” მინსკის საგამომძიებლო კომიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელს ალექსანდრე გერასიმოვს.
შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. დაღუპულის ბინიდან ამოიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ქალს ფსიქიკური აშლილობა ქონდა, მისი პირადი გვერდი სოციალურ ქსელში გადავსებულია ფობიებთან და ნევროზთან ბრძოლის შესახებ აუდიოსემინარებით.
internet.ge

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:internet.ge
internet.ge
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0