ამოცანები ,,თავი უნდა გააჭანჭყარო,მეტი გზა არ არის",ანუ სააზროვნო ამოცანა 2020, 25 ნოემბერი, 12:57 ამოცანები ხშირად თავსატეხად იქცევა ხოლმე როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისთვისაც, რომელთაც დიდი ხნის წინ ნასწავლი მარტივი დავალებებიც კი ერთულებათ. ქვემოთ შემოგთავაზებთ ერთ ამოცანას, რომლის ამოხსნაზეც შეგიძლიათ პატარებმა და დიდებმა ერთად იმუშაოთ.არ დაიძაბოთ, ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ დაფიქრდით!
მაშ ასე,
რა სიმაღლისაა მაგიდა? მარცხნივ, კუს ბაკნიდან მაგიდაზე მჯდომი კატის ყურების ჩათვლით, სიმაღლე არის 170 სანტიმეტრი. მარჯვნივ- იატაკზე მჯდომი კატის ყურების ბოლოდან მაგიდაზე მყოფი კუს ბაკნის თავამდე მანძილი- 130 სანტიმეტრი. შეეცადეთ, ქვემოთ პასუხისაკენ არ გაგექცეთ თვალი! აი, პასუხიც: პირველი, მათემატიკური გამოთვლით: ორი სურათით ვადგენთ განტოლებას: კატას + მაგიდა - კუ = 170სმ. კუს+მაგიდა- კატა = 130 სმ. (კუს+მაგიდა- კატა) + ( კატას + მაგიდა -კუ )= 130 +170 კუ და კატა გაბათილდება ფრჩხილების გახსნის შემდეგ და მივიღებთ მაგიდას +მაგიდა=300, აქედან კი მარტივად მივიღებთ პასუხს -მაგიდა=150 სმ. მეორე, გრაფიკული გზა: თუ პირველ ფოტოს მეორე ფოტოს დავადებთ თავზე პასუხი თვალსაჩინო იქნება და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მაგიდის სიმაღლე 150 სანტიმეტრია. იმედია, გამოიცანით! ძნელი იყო? 195 5-ს მოსწონს
|