საქართველო ტიკარაძე და მისი კოვიდ ფრაზები/ტიკარაძე: ჩვენ აღარ ვართ მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო 2020, 24 ნოემბერი, 20:26 ტიკარაძე: ნუ დააყენებთ ექიმებს რისკის წინაშე, რომ საქართველო გახდეს მეორე იტალიატიკარაძე: მხოლოდ პროტოკოლის ეფექტურობა მისი განხორციელების ეფექტურობას არ განსაზღვრავსმოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდის ადრეულ ეტაპზე დაფიქსირება, მით უმეტეს, როდესაც პაციენტი არის მოწყვლადი ჯგუფიდან, ვინაიდან დროულად დადგენილ დიაგნოზს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საუკეთესო გამოსავლისთვის. კოვიდი არ არის სტიგმა, ამიტომ ნუ მოერიდებათ დაასახელონ ის რეალური მიზეზები, რატომაც რეკავენ 112-ში. ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში. ის პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რომ არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები სიმპტომებს მალავენ და სასწაფოს გამოძახების მიზეზად სხვა ჩივილებს ასახელებენ. თქვენ იცით, რომ თებერვლის თვეში, როცა პირველი კოვიდინფექცია დაფიქსირდა, საქართველო იყო ერთ ერთი პირველი ქვეყნა, რომელსაც ადგილზე შეეძლო პაციენტების მომსახურება და დიაგნოსტირება. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულია და თუ ეს ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს, ამ ვაქცინაციის პროცესში.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა. მე მინდა დავამშვივიდო ჩვენი მოქალაქეები, პრემიერმინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერმინისტრმა აჩვენა პანდემიასთან პერიოდში.ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან დისტანცია, რადგან ჩვენს ექიმებს ნამდვილად სჭირდებათ გაფრთხილება. ისინი აკეთებენ ნამდვილად გმირულ საქმეს, შესაბამისად, თუ მთავრობის ხათრით არა, თუ იმ რწმენით არა, რომ ვირუსი ნამდვილად არსებობს და მომაკვდინებელია, ექიმების პატივისცემით მაინც გავაკეთოთ ეს ყველაფერი. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. ეკატერინე ტიკარაძე: გვაქვს გარანტია, რომ საწოლფონდის კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნებატიკარაძე: ჩვენ აღარ ვართ მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო54 შეფასება არ არის
|