ქალი და მამაკაცი ქალი შევარჩიე საყვარლად, თუმცა როდესაც საქმე სექსამდე მივიდა... 2020, 2 დეკემბერი, 12:03 სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
ამბობენ, სამყაროს სიყვარული მართავს, ის ყველაზე აღმატებულიაო. თუმცა, უნდა ფლობდე უნარს, რომ შეძლო სიყვარული. უბრალოდ, არავის არავინ უყვარდება. აუცილებელია, რომ ადამიანებამდე მიიტანო გარკვეული პოზიტიური ასპექტები. უწყვეტი თვითგანვითარება სიყვარულის წარმატების გასაღებია და სულაც არაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ ფიზიკური სილამაზე, მას სულიერი სილამაზეც უნდა დაერთოს. ვიცით, რომ ურთიერთობები უნდა იყოს აგებული სამ რამეზე: სიყვარული, პატივისცემა და ნდობა. ფსიქოლოგები დააკვირდნენ წყვილებს და შემდეგ გვამცნეს, რომ სიყვარულის და პატივისცემის მოპოვება უფრო მარტივია, ვიდრე ნდობის. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება, რასაც ოჯახის დანგრევა მოჰყვება. მინდა გიამბოთ ერთი ქმრის ისტორია, რომელმაც თითქმის გაიჩინა საყვარელი, თუმცა როდესაც საქმე სექსამდე მივიდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა. (ისტორიას დავწერ პირველ პირში, მაგრამ ეს არც მე და არც რომელიმე ჩემს მეგობარს არ ეხება. ავტორი ინკოგნიტოა) "ჩვენი (ცოლ-ქმრული) ურთიერთობა მძიმე პერიოდს გადიოდა - ბავშვები, კამათი, გახუნებული ყოველდღიური ცხოვრება... ოჯახიდან წამოსვლა არც მიფიქრია, უბრალოდ ვასრულებდი ვალდებულებებს. სწორედ ამ პერიოდში სამსახურში ახალი კადრი დაგვემატა. ახალგაზრდა, მიმზიდველი, მხიარული და ენერგიული ქალბატონი, რომელსაც არ ჰყავდა ოჯახი და არ ჰქონდა მოსაწყენი ყოველდღიური ცხოვრება. ჩემს უიმედობას ამით იმედი მიეცა. ვიყავი თავაზიანი, ვეხმარებოდი მისთვის გაურკვეველ საკითხებში, დილაობით მიმქონდა ყავა, ზოგჯერ თაიგულსაც ვჩუქნიდი და რამდენჯერმე კაფეშიც დავპატიჟე. ხოლო სახლში, როგორც ყველა მატყუარა და მოღალატე კაცს სჩვევია თქმა, ვამბობდი, რომ სამსახურში შევყოვნდი და ა, შ. განვლო არც ისე დიდმა დრომ და ის სექსზეც დამთანხმდა. შაბათს უნდა შევხვედროდით მასთან სახლში. სახლიდან გასასვლელად კი მიზეზად ისევ და ისევ სამსახურის საქმე და პრობლემა უნდა დამესახელებინა ცოლისთვის. პარასკევ საღამოს სამსახურიდან ბედნიერი დავბრუნდი, მიხაროდა გამარჯვება, რომ ხვალ, შაბათს მე მას... ჰორმონები მძვინვარებდა, მუცელში პეპლები ხმაურით აფრიალებდნენ ფრთებს და გონება საერთოდ დახშული იყო. მივედი სახლში და საერთოდ ცოლებისთვის დამალული და შეუმჩნეველი ხომ არაფერია, ჰოდა თაკომაც შემამჩნია ბედნიერება, თუმცა ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა, კითხვები არ დაუსვამს. ბავშვებს ეძინათ, სახლი დალაგებული იყო, სადილი შემითბო, სამზარეულოში გამიმზადა და მითხრა, რომ ძალიან დაღლილი იყო, ამიტომ ხვალ მიალაგებდა მაგიდას და დასაძინებლად გავიდა. მოვრჩი სადილს და საძინებელში შევედი. დამხვდა შემდეგი სურათი: "თაკოს ტანსაცმელი არც გაუხდია, საწოლზე ისე ჩასძინებოდა ზემოდან წამოწოლილს, თმა მოსაწესრიგებელი ჰქონდა, სახე კი ძალიან გადაღლილი. სარკის მაგიდაზე ჩვენი ფოტოების ალბომი დამხვდა, ეტყობა ის ათვალიერებდა". ძილი გამკრთალი მქონდა ხვალინდელი დღის მოლოდინისგან, ამიტომ დროის გასაყვანად ხელში ავიღე და თვალიერებას შევუდექი. ვფურცლავდი სურათებს და ის, თაკო ისეთი ლამაზი, მოვლილი და ახალაგაზრდა იყო, მე კი მის გვერდით, ბედნიერი და მომღიმარი. თავში კადრებად ტრიალებდა ის პერიოდი, როდესაც პეპლები დაფრინავდნენ მუცელში და მასთან შეხვედრის და ყოფნის ემოციებით ვიყავი სავსე. ფიქრებში დამათენდა. ვფიქრობდი ხვალინდელ დღეზე, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ძველ თაკოზე. ბევრი ვიფიქრე. ბოლოს გადავწყვიტე ძველი თაკო დამებრუნებინა. ამასობაში კი დილის 5 საათი გახდა. დავრეკე დედაჩემთან, გავაღვიძე და ვთხოვე ამ შაბათ-კვირას ბავშვები წაეყვანა თავისთან. გადავრეკე ყვავილების 24 საათიან მომსახურების მაღაზიაში და დიდი თაიგული შევუკვეთე და მალევე მომიტანეს. შევედი სამზარეულოში, გამოვაღე მაცივარი და რაღაცები მოვამზადე სადილად. როგორც წესი, თაკო დილით ადრე დგება ხოლმე, ამიტომ სანამ გაეღვიძა, თაიგულიც და სადილიც საწოლში მივართვი. მისთვის ისეთი მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, გახარებულმა პატარა ბავშვივით ხტუნვა დაიწყო ოთახში. შუა დღეზე სალონშიც ჩავწერე, თმა მოიწესრიგა და საღამოს მის საყვარელ რესტორანში წავიყვანე. მეორე დღეს კინოში... ჩემს ახალ საყვარელს ვთხოვე აღარ მოეწერა და გავწყვიტე ურთიერთობა, მარტივი არ იყო, თუმცა მოვახერხე. სამაგიეროდ, ყველა თავისუფალ დროს ჩემს თაკოსთან ვატარებ და შესაბამისად ტყუილების თქმაც აღარ მიწევს. ის უწინდებურად ბედნიერია და იღიმის. მოკლედ, ის გარდაიქმნა. დავასკვენი, რომ ქალი მამაკაცის ანარეკლია. თუ გააბედნიერებ, იბრწყინებს. არ გჯერათ? შეამოწმეთ! " იხილეთ აგრეთვე: განქორწინებული მამაკაცის რჩევები დაქორწინებულებს - გაითვალისწინეთ ეს 5 ფაქტორი! მამაკაცის ეს 10 ფრაზა ამტკიცებს, რომ მას აღარ უყვარხართ - შეამოწმეთ!... 7 უტყუარი ფაქტი, რომ ქმარი გღალატობთ - შეამოწმეთ! რა სურთ კაცებს ცოლებისგან? 3 რამ, რასაც მამაკაცი საყვარლისთვის გააკეთებს, ცოლისთვის კი არა! რა მაგნიტური თვისებების გამო იზიდავენ მამაკაცებს სხვა ქალები და რაზე ეუბნებიან ცოლები უარს? ქალის 5 ტიპი, რომელსაც მამაკაცი არასოდეს უღალატებს - გაითვალისწინეთ! 1685 8-ს მოსწონს
|