ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური ტესტი: რა დაინახე პირველი? – ეს შენს ხასიათზე მეტყველებს 2020, 23 ნოემბერი, 19:46 ჩვენი ხასიათი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვუყურებთ სამყაროს და გარშემომყოფ ადამიანებს.იგივე შეიძლება ითქვას პირიქითაც, რასაც ჩვენ ვხედავთ, ისაა ჩვენი ხასიათი. ესა თუ ის საგანი თუ მდგომარება ყველა ადამიანმა შესაძლოა სხვადასხვაგვარად დაინახოს, სწორედ ამ დეტალებით შეიძლება დადგინდეს ადამიანის შინაგანი სამყარო.
ქვემოთ მოყვანილი ფსიქოლოგიური ტესტი გიჩვენებთ თქვენს ქვეცნობიერში დამალულ ხასიათს, რომლითაც ურთიერთობებს აწყობთ სხვა ადამიანებთან; ნახავთ თვისებებს, რომლებსაც სხვა პიროვნებებში აფასებთ. შეხედეთ ფოტოს და იმის მიხედვით, რა დაინახეთ პირველი, მიიღეთ პასუხი თქვენს ქვეცნობიერზე:
1) თუ ხედავ გოგონას ქოლგით, თქვენ ტოლერანტული ადამიანი ბრძანდებით.იღებთ სხვებს ისეთად, როგორიც არიან და არ ცდილობთ, შეცვალოთ ისინი; იცით, რა გინდათ ცხოვრებისაგან და სიყვარულისაგან; ვინც თქვენ აგირჩევთ, სიყვარუითა და კომპრომისული ბუნებით დაჯილდოვდება. 2)თუ თქვენ ეიფელის კოშკი დაინახეთ, თქვენ შემოქმედებითი ხასიათი გაქვთ, რომანტიკოსი და მეოცნებე ბრძანდებით; თქვენთან ადამიანი არასდროს მოიწყენს, რადგან ურთიერთობებში ყოველთვის ახალ-ახალ გზებს ეძებთ. 3) თუ თქვენ დაინახეთ სახე, ე.ი. თქვენთან დამეგობრებულ ადამიანს ძალიან გაუმართლა, რადგან გვერდით ნამდვილი ამხანაგი ჰყავს. როდესაც ვინმე გიყვართ, ყველაფერს გასცემთ მისთვის და აფასებთ მის გარშემომყოფთაც. 163 3-ს მოსწონს
|