x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509985
ბორჯღალი - საქართველოს სიამაყე თუ საფრთხე?!

ბორჯღალი, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიით გამოირჩევა, მიიჩნევენ საქართველოს სიამაყედ და განსაკუთრებულ საკრალურ მნიშვნელოვან ფუქნციას უკავშირებენ. ბორჯღალი საქართველოს თავისი დასაწყისიდანვე აქვს და გამოხატავს მის ხასიათს. გარდა ამისა ბევრი მის ვითომ სასარგებლო თვისებებსაც მიუთითებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ რეალურად ბორჯღალი დიდი უბედურების მატარებელია: მაგალითად ძველად საქართველოში ოდა სახლებზე მას ხის ბოძზე გამოხატავდნენ, ხშირად უთითებდნენ ტანსაცმელზე, გამოხატულია ფულზე. სწორედ ამიტომაც ამან დიდი უბედურება მოუტანა ქვეყანას: საქართველოში ყოველთის იყო ომები და შინააშლილობები, ქართული მოდა არაა მსოფლიო დონის ხშირ შემთხვევაში, ხოლო ვალუტა განიცდის დევალვაციას ანუ გაუფასურებას. ბორჯღალი, რომელიც ოდითგანვე მიიჩნეოდა მზის სიმბოლოდ (და მართალიც არის), თუმცა ციმბირელი და მონღოლი ასტროლოგების მიხედვით წრე, რომელიც ხასიათდება განშოტოებებით (თუნდაც სვასტიკა ან შუმერული სვატიკა, რომლის მსგავსია ბორჯღალი (შეგიძლიათ ნახოთ ვიკიპედიაშიც)) შეიცავს ნეგატიურ ენერგიას: ზოგადად ნეგატიური ენერგიის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე პოზიტიურის. ბორჯღალი, რომელიც იღებს უარყოფით ენერგიას, ატრიალებს მის გარშემო ძალიან დიდი ხნით. სწორედ ამ ნიშანმა მოუტანა უბედურება: შუმერებს (რომელთაც ჰქონდათ ეს სათაყვანებელი ნიშანი), გერმანელ ფაშისტებს (დაიშალა, ხოლო ჰიტლმერმა და მისმა მეგობრებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე). ამიტომაა, რომ ქართული ერი განიცდის ძირითად შემთხვევაში მარცხს. ამიტომაა სვასტიკა (შესაბამისად ბორჯღალიც) საშიში.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ჩრდილო–აღმოსავლეთ ტიბეტის მოსახლეობის 95% და ერაყის დიდი ნაწილი. მიუხედავად მცდარი შეხედულებისა, რომ სვასტიკა არის სიცოხლის სიმბოლო, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ - ამის მაგალითი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც მრავლადაა. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ მოსახლეობის მოსაზრება, რადგან მხოლოდ ამ ხალხმა შეინარჩუნა ძველი საკულტო წარმოდგენები. ამიტომაც, გამოუცხადეთ სვასტიკას და მის შთამომავალ : შუმერულ, ეგვიპტურ, ბერძნულ, ჩინურ, ქართულ და ეტრუსკულ ნიშნებს უარი.


ტიბეტის ქრონიკებიდან.

მ. ჯანდიერი.

1
14
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მარინე ჯანდიერი
მარინე ჯანდიერი
14
  
2021, 22 მარტი, 0:31
სისულელეა,ანტირელიგიური.
0 1 1