საქართველო ხელისუფლების შეცვლა 2020, 21 ნოემბერი, 14:41 ![]() მუხლი 3. დემოკრატია 1. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. 2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით. 3. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია. 4. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს. როგორც, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე, თქვა, შეიძლება ხალხის ბედი უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტოსო, თუმცა შემდეგ არჩევნების შედეგები ცნო და ბაიდენსაც აღიარებს პრეზიდენტად. საქართველოში, ცოტა ძნელია მოპარული ხმების დაცვა, რადგან აქ არც სასამართლოა თავისუფალი და არც გარემოა ისეთი, ყველაფერზე გქონდეს პასუხი, ამიტომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ, ისმის კითხვა, ვინ აღიარებს 21 ნოემბრის არჩევნებს? არავინ 21 შეფასება არ არის
|