შოუბიზნესი დისკუსიის ქარიშხალი - ცნობილები მანამ, სანამ გულშემატკივრებს მოიხვეჭდნენ 2020, 20 ნოემბერი, 17:32 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ, ისინი ათასობით თანხას ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ნებისმიერი "იხვის მახინჯ ჭუკს შეუძლია იქცეს ულამაზეს გედად". ზოგჯერ, ბავშვი ზრდასთან ერთად იმდენად შეიძლება შეიცვალოს, რომ საკუთარმა მეგობრებმაც ვერ იცნონ. ბუნებრივად გაზრდის გარდა, ხშირად გამოიყენება კოსმეტიკური პროცედურები, ოსტატურად შერჩეული თმის ვარცხნილობა და მაკიაჟი, ასევე სპორტულ დარბაზში დამქანცველი ვარჯიშები, რაც ნებისმიერი ადამიანის გარეგნობის ცვლილებას შეუწყობს ხელს. ცნობილებმა თავიანთი ნორჩი ასაკის ფოტოები გამოაქვეყნეს, რამაც დისკუსიების ქარიშხალი გამოიწვია. მოდით, ვნახოთ მართლა არის თუ არა ასეთი ცვლილება. 1. ქეით ბეკინსეილი. 2. დუეინ სკალა ჯონსონი. 3. კიმ კარდაშიანი და კაილი ჯენერი. 4. მეგან მარკლი. 5. ჯესიკა ალბა. 6. ენ ჯეთეუეი. 7. რიზ უიზერსპუნი. 8. დაკოტა ჯონსონი. 9. ბელა ჰადიდი. 10. ტეილორ ლოტნერი. იხილეთ აგრეთვე: ცნობილების ყველაზე წარუმატებელი ფოტოები, რომელთა არსებობაც მათ ძალიან სძულთ ვარსკვლავები, რომლებსაც ცელულიტების გამოჩენის არ რცხვენიათ ვარსკვლავები უმაკიაჟოდ - ბევრ მათგანს ვერ იცნობთ! ცნობილები, რომლებიც დაგვავიწყდა თუ როგორები იყვნენ ბუნებრივი თმით როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები სინამდვილეში? ზოგიერთ მათგანს ვერ იცნობთ! ცნობილი ქერები, რომლებიც სინამდვილეში ქერები არ არიან ცნობილები ანომალიებით, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევიათ 102 5-ს მოსწონს
|