განათლება სწავლების მეთოდების კლასიფიკაცია. 2020, 20 ნოემბერი, 16:16 ![]() 3. მოვლენებსა და საგნებზე უშუალო დაკვირვება; 4. შრომა-საქმიანობის სხვადასხვა დარგში პრაქტიკული მონაწილეობა; სწავლების ძირითად წყაროებს სწავლების მეთოდთა შემდეგი ჯგუფები შეესატყვისება: 1. ზეპირსიტყვიერი, ვერბალური მეთოდები; 2. წიგნით მუშაობის მეთოდები; 3. საგნებისა და მოვლენების უშუალო დაკვირვებითი მეთოდები; 4. შრომითი სწავლების მეთოდები. სწავლება თავისი ბუნების მიხედვით ცოდნა-ჩვევების გადაცემისა და გადაცემულის შეთვისების რთული პროცესია, რომელიც კონკრეტული მოვლენისა თუ საგნის ამა თუ იმ მხარეს ეხება; კონკრეტული მოვლენის ამა თუ იმ მხარის შესწავლა კი არ შეიძლება მხოლოდ ზეპირი გადაცემით, ან მხოლოდ ცდის ჩატარებით, ან მხოლოდ გრძნობადი აღქმით, ამიტომ სასწავლო მეთოდები ერთმანეთს ავსებს და ურთიერთში გადადის. მაგალითად, დაკვირვებითი მეთოდების გამოყენების დროს არ შეიძლება არ მივმართოთ ზეპირსიტყვიერ მეთოდებს და პირიქით. 24 შეფასება არ არის
|