x
უიღბლო სიყვარული-1
მარიას ხილით სავსე ლანგარი მიჰქონდა ქალბატონის ოთახში, როდესაც ფანჯრიდან ქაღალდშემოხვეული ფურცელი შემოვარდა და ლანგარზე დავარდა. ლანგარი ძირს ზრიალით დაეცა. მარიამ ფურცელი გახსნა და წერილი დაინახა, რომელიც მის ქალბატონს ეკუთვნოდა. მარიამ იცოდა რომ სხვისი წერილების კითხვა არ იყო კარგი საქციელი, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და წერილი წაიკითხა.

''ძვირფასო სესილი.

ძალიან მომენატრე. მინდა ამ საღამოს ბაღში გნახო, მაგრად ჩაგეხუტო და ეგ ლურჯი თვალები ჩაგიკოცნო. მიყვარხარ.

შენი უგო.''


მარია გაფითრდა და ჩაიკეცა. განა გუშინ არ იყო, რომ უგო მას ეფერებოდა? ისეთ ლამაზ სიტყვებს ეუბნებოდა, რომ თავი სამყაროს დედოფალი ეგონა. ახლა კი, ახლა აღმოჩნდა რომ უღალატა, თანაც მის ქალბატონთან.

ამ ფიქრებიდან ისევ ქალბატონმა გამოარკვია. დაცვენილი ხილი ისევ ლანგარზე დააწყო და სესილის ნაძალადევი თავაზიანობით მიართვა, შემდეგ თავი დაუკრა და გამობრუნდა.

დიდხანს ფიქრობდა დეპრესიაში ჩავარდნილი მარია რა უნდა ექნა. ბოლოს გადაწყვიტა რომ ერთადერთ სიყვარულს ვერავის ვერ გაუზიარებდა. ან ქალბატონი უნდა მოეშორებინა თავიდან ან თვითონ უნდა წასულიყო სამუდამოდ.

(გავაგრძელო?)image

7
320
6-ს მოსწონს
ავტორი:ლელეე
ლელეე
320
  
2012, 27 აგვისტო, 17:28
აქ რაღაცა მოხდებაააა:):) გააგრძელე აბა ვნახოთ
2012, 24 აგვისტო, 23:48
გააგრძელე,საინტერესოა რა მოხდება...:):):)
2012, 24 აგვისტო, 20:33
გააგრზელე მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ :*
2012, 24 აგვისტო, 8:52
გაიხარე ველოდები:))))
2012, 23 აგვისტო, 23:58
:)
2012, 23 აგვისტო, 23:57
რადგან ერთ ადამიანს მაინც დააინტერესა მაშინ გავაგრძელებ
2012, 23 აგვისტო, 23:52
რათქმაუნდა,დვინტერესდი
0 1 7