საზოგადოება
"დარჩა მთაწმინდა გაფართოებული ჰე, იხუვლეთ ახლა, ქოცებო" - ელისო კილაძე
2020, 19 ნოემბერი, 23:23
ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, თბილისის მერისა და "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის ოპოზიციური პარტიებისადმი გავრცელებულ დღევანდელ მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სახელისუფლებო პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერებს საგანგებოდ მიმართავს: "რა დრო დადგა? რვა წელი ნაცებს ამთავრებდნენ და მეცხრე წელს, კახი კალაძემ ეს ქვეყანა ჩვენია და ერთად უნდა ვმართოთო, -ოპოზიციას მიმართა ! დარჩა მთაწმინდა გაფართოებული ჰე, იხუვლეთ ახლა, ქოცებო" - დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ დღეს, გამოქვეყნებულ საკუთარ ფეისბუქპოსტში ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს საერთო ენის გამონახვისკენ და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა, კალაძის თქმით, მათ ქვეყნის საერთო გამოწვევებს პარლამენტის ტრიბუნიდან ერთად უნდა უპასუხონ, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ააშენოს.