x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იცით რისგან მზადდება ტუჩსაცხი?

image


კოსმეტიკა ქალების ცხოვრებაში ბოლო ადგილს ნამდვილად არ იკავებს. დღესდღეობით, არაერთი ეფექტური საშუალება არსებობს სახის, კანისა თუ თმის მოვლისთვის. საუკეთესოს ძიებაში სხვადასხვა ბრენდის კოსმეტიკურ საშუალებებს - სახის საცხებს, სკრაბებსა და ტუჩსაცხებს ყოველდღიურად ვტესტავთ და ჩვენთვის ყველაზე მისაღებ, ხარისხიან პროდუქტებსაც ვარჩევთ. ტუჩის საცხის შერჩევისას კი, მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენივე გარეგნობის გათვალისწინებით შესაფერისი ფერის, სტრუქტურისა თუ ტონალობის შერჩევა, რომელიც ჩვენს ტუჩებს კიდევ უფრო მიმზიდველსა და ეფექტურს გახდის, ასევე ვფიქრობ არ გესწავლებათ თუ რამდენად აუცილებელია ტუჩების ყოველდღიურად დატენიანება და მათი გარემო პირობებისგან, განსაკუთრებით კი, ზამთრის პერიოდში დაცვა, მაგრამ იცით კი რისგან მზადდება ყველა ქალის ესოდენ საყვარელი ტუჩსაცხი? ამ პოსტში სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ მოგიყვებით.


image


ტუჩის საცხის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იცოდნენ რომ საპირისპირო სქესს ქალის ტუჩები ძალიან იზიდავდა და ამიტომაც მათთვის კიდევ უფრო მეტი მიმზიდველობის მისანიჭებლად არაერთ ხერხს მიმართავდნენ. მაგალითად, ეგვიპტელი ქალები ტუჩების დასატენიანებლად ზეითუნისა და ნუშის ზეთს, ხოლო მისთვის სიმკვეთრის მისანიჭებლად წითელ თიხას იყენებდნენ. რაც შეეხება ჩვენს წინაპრებს ისინი არჩევანს წითელ კენკრსა და ბოსტნეულის წვენზე აკეთებდნენ, სხვათა შორის, იმ პერიოდში ქალები რუჟის ნაცვალად ასევე ჭარხალს იყენებდნენ. მე -17 საუკუნეში ევროპაში ალისფერი ტუჩები და ფერმკრთალი კანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ უკვე მე -18 საუკუნეში ქრისტიანულმა ეკლესიამ კოსმეტიკის გამოყენება კატეგორიულად აკრძალა, ხოლო ყველა ვინც კი მის გამოყენებას გაბედავდა, ალქაჯად ნათლავდნენ და კოცონზე წვავდნენ.


image


ინდუსტრიის დასაწყისად XIX საუკუნის ბოლო ითვლება, როდესაც ტუჩის საცხმა ჩვენთვის ნაცნობი ფორმა შეიძინა რომელიც დღემდე გამოიყენება. ამის შემდეგ დაიწყო უკვე სხვადასხვა ფერისა თუ ტონალობის, მბზინავის, გლუვისა თუ მქრქალი საცხის წარმოება, რომლებზეც ფასი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა. ტუჩსაცხის შემადგენლობაში შედის - ცხიმები, ზეთები და სხვადასხვა სახის ცვილი, პიგმენტი, მცენარეული ექსტრაქტი და ვიტამინები:


1. ცვილი ტუჩებისთვის - სიმკვრივისა და ფორმის მისანიჭებლად გამოიყენება, ასევე ის ტუჩებს არბილებს.


2. ზეთის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კი მასში პიგმენტის დაშლაა, რომელიც ასევე ბზინვარებაზეა პასუხისმგებელი.


3. აი, პიგმენტს კი რაც შეეხება, ის ფერებს მრავალფეროვან ტონალობებს ანიჭებს.


image


ამავე დროს არსებობს უამრავი მოსაზრება იმის შესახებ რომ ტუჩსაცხს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მისი გამოყენება მართლაც საზიანო აღმოჩნდეს, ეს კი იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თუკი მაგალითად, მისი გამოყენების ვადა ამოიწურება ან მისი მწარმოებლის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი იქნება. გახსოვდეთ, ტუჩსაცხის არასწორად არჩევამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. კოსმეტიკის არჩევისას ყოველთვის ყურადღებით იყავით ამ პუნქტების მიმართ, რათა არ შეცდეთ და საკუთარ ჯანმრთელობას არ ავნოთ.





0
46
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
46