შოუბიზნესი ვარსკვლავების 5 საშინელი ჩვევა, რომელთა შესახებ მათ ჟურნალისტებს თავად მოუყვეს 2020, 19 ნოემბერი, 15:57 უცნაური ჩვევები ყველა ჩვენგანს აქვს. გამონაკლისები არც ცნობილი ადამიანები არიან, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა საკუთარ "მანკიერებებს" საგანგებოდ მალავს, არიან ისეთებიც რომლებიც მათ შესახებ მედიის წარმომადგენლებს ყოველგვარი მორიდების გარეშე უყვებიან. წარმოგიდგენთ სელებრითების 5 ყველაზე ამაზრზენ ჩვევას, რომელთა შესახებ არაფერი იცოდით. აღნიშნულ პოსტს სუსტი გულის პატრონები ყოველი შემთხევისთვის მაინც მოერიდეთ!შეილინ ვუდლი"მე მომწონს - მზის სხივების საშუალებით, რომელიც D ვიტამინის ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს, საშოს გაჯერება. ერთი ცნობილი ფიტოთერაპევტის სტატია წავიკითხე, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მცენარეებისა და სხვა ბუნებრივი საშუალებების დახმარებით მთელი რიგი დაავადებების თავიდან არიდება. მაგალითად, ამ სპეციალისტის თქმით, სასქესო ორგანოების ინფექციებისა და სხვა პრობლემების დროს იმაზე უკეთესი არაფერია თუ მზიან ამინდში ერთ საათს გაშლილი ფეხებით გავატარებთ. სცადეთ და თავად დარწმუნდებით რამდენ ენერგიას მოგცემთ ეს ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა".ემა სტოუნი"11 წლამდე ცერა თითს ვწოვდი. დღემდე ისე მომწონს ეს შეგრძნება ვერ წარმოიდგენთ, ძალიან ამშვიდებს".ანა კენდრიკი"ყველა ფილმში, სადაც კი ოდესმე მითამაშია ლოსიონებსა და შამპუნებს ვაგროვებდი, მათთვის სპეციალური ყუთიც კი მაქვს. ეს ჩვეულებრივი იაფასიანი სააფთიაქო კოსმეტიკაა, რომელსაც ფილმის გადაღების დროს ვყიდულობ, მაგრამ როდესაც ახლა ბოთლს ვხსნი და არომატს შევისუნთქავ, მომენტალურად იმ გარემოში ვბრუნდები".ჯესიკა სიმპსონი"ანტი-ნიკოტინის საღეჭი რეზინის სერიოზული ფანი ვარ, შეიძლება ითქვას, რომ რელურად Nicorette - ზე "ვზივარ", თუმცა ცხოვრებაში არასდროს მომიწევია. მეგობარმა ის პირველად, შეცდომით შემომთავაზა, ვიფიქრე ჩვეულებრივი საღეჭი რეზინია -მეთქი, მარა პირში ჩავიდე თუ არა ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს რაღაც დაუვიწყარი გემოს დღესასწაული იყო".ადელი"მინდა ცხვირის ქექვას გადავეჩვიო. ეს მართლაც ცუდი ჩვევაა: როცა იღებ ცხვირიდან ჟღვინტს, თითებს შორის ატრიალებ და ისვრი. ყველამ ვინც ახლა გაიფიქრა ფუუუ!- ნამდვილი მატყუარაა. ყველამ რაღაც უნდა მოვუხერხოთ ჩვენს ჟღვინტს... ახლა როდესაც შვილი მყავს, ყოველთვის შემიძლია ავიღო მისი ჟღვინტი, თითებს შორის დავსრისო და გადავაგდო".92 შეფასება არ არის |