x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138940
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
როგორ შევადგინოთ კონტაქტების დღიური,ვირუსისგან სხვებისა და საკუთარი თავის ეფექტურად დასაცავად?!
image
კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა, ამასთან საუკეთესო საშუალებაა კონტაქტების დღიურის წარმოება. რამდენიმე სიტყვიან ჩანაწერს მომენტალურად შეუძლია ვირუსის გავრცელების ჯგუფის (კლასტერის) დადგენა და მისთვის შესაბამისი ზომების მიღება.

ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია ადამიანს არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეს დღეების და კვირების განმავლობაში. არც ისაა გამორიცხული, რომ ნებისმიერი სოციალური კონტაქტით დაინფიცირდეთ ან სხვა გახადოთ ვირუსის მსხვერპლი.

კონტაქტების დღიურის არსებობის შემთხვევაში, თქვენ უფრო მეტად დაცული იქნებით. თუ თქვენს ჩანაწერებში არსებული ადამიანებიდან რომელიმეს დაუდგინდება ვირუსი, მარტივად შეძლებთ შეაფასოთ თქვენი დაინფიცირების რისკის დონე.ამისათვის საჭიროა, რომ დღიურში თქვენი ჩანაწერები შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. თარიღი.


2. დრო.

3. პიროვნების ვინაობა, ვისთანაც გქონდათ კონტაქტი.

4. კონტაქტი ადგილი.

5. მიუთითეთ, იყო ეს ღია თუ დახურული სივრცე.

6. კონტაქტი პირბადით თუ პირბადის გარეშე.

იშვიათია ისეთი მეხსიერების ადამიანი, რომელიც გეტყვით წინა კვირაში ვისთან ჰქონდა კონტაქტი.სწორედ ამისთვისაა კონტაქტების დღიური.

თუ გიწევთ ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც არ იცით გარშემომყოფთა ვინაობა, უმჯობესია მაქსიმალურად მცირე დრო დაჰყოთ ამ ადგილას (ზოგადადაც უკეთესია, თუ დიდი ხნით არ იქნებით ხალხმრავალ ერთსა და იმავე ადგილას)

P.S. ჯანმრთელობასა და წარმატებას გისურვებთ!

ასევე საინტერეოსა:imageკოვიდ-19-მა მუტაცია განიცადა – მსოფლიოს ყურადღება დანიისკენა მიმართული



0
8
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0