შოუბიზნესი "ჰოლივუდის რეკორდსმენები": ვარსკვლავები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ 2020, 16 ნოემბერი, 13:19 გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი მდიდარია უჩვეულო რეკორდებით. რიგითი მოკვდავები მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ ოღონდ მათი სახელი ამ ცნობილი წიგნის ფურცლებზე აღმოჩნდეს. რას არ იპოვით ამ საოცარ წიგნში, თუმცა როგორც ჩანს არც ცნობილი სახეები არიან წინააღმდეგი მის გვერდებზე მოსახვედრად, და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგიერთმა მათგანმა რეკორდსმენის ტიტულიც კი მოიპოვა, თუმცა მოდით გულწრფელად ვაღიაროთ რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები მის ფურცლებზე არა შემთხვევით, არამედ სრულიად დამსახურებულადაც აღმოჩნდნენ.რობერტ დაუნი უმცროსიმსახიობი გინესის რეკორდების წიგნში არც მეტი, არც ნაკლები მისი თაყვანისმცემლების წყლობით მოხვდა. ყველასთვის საყვარელ რკინის კაცს თაყვანისმცემლებმა დაბადების დღეზე საფოსტო ბარათი უსახსოვრეს, რომელზეც 5400 ადამიანის ხელმოწერა იყო.ჰიუ ლორიმსახიობს ცნობილი ექიმი ჰაუსის როლმა არა მხოლოდ მრავალი ჯილდო, არამედ რეკორდსმენის ტიტულიც კი მოუტანა. ჰიუ ლორის მონაწილეობით ამერიკულმა პოპულარულმა სერიალმა ეკრანს დაახლოებით 82 მილიონი მაყურებელი მიაჯაჭვა, ასე იქცა მისი აღმატებულება ჰიუ რეკორდსმენად, რომლის თამაშმაც ერთდროულად ამდენი მაყურებებლის გული მოხიბლა.ნიკოლ კიდმანიმსახიობი "Chanel" -ის რეკლამაში მონაწილეობას კოლოსალური თანხის, კერძოდ - 4 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა. აბსოლიტურ რეკორდად კი, სწორედ რეკლამისთვის გადახდილი ამხელა თანხა იქცა.დუეინ ჯონსონიერთ - ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამერიკელი მსახიობი თქვენ წარმოიდგინეთ და, სელფის დიდი მოყვარული გახლავთ. მან სამ წუთში ერთხელ 100-ზე მეტი სელფი გადაიღო და რეკორდიც დაამყარა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ფოტო მართლაც რომ შესანიშნავი ხარისხის გამოვიდა.მადონალეგენდარულმა მომღერალმა მონაწილეობა მიუზიკლ - "ევიტაში" მიიღო, სადაც მთელი წარმოდგენის განმავლობაში სულ მთლიანობაში 85 კოსტიუმი გამოიცვალა და რეკორდიც მოხსნა.124 შეფასება არ არის |