იაპონელებმა შექმნეს რობოტი, რომელიც ყვლაზე მეტად გავს ადამიანს. Geminoid F-ს, ანუ როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, „ცოცხალი თოჯინა”, ნამდვილად გამოირჩევა სხვა მსგავსი ქმნილებებისგან - მას შეუძლია 65 განსხვავებული მიმიკის მიღება, საუბარი და სიმღერაც კი.
Geminoid F-ს (F მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი სიმბოლოა) მიმიკების მიღებას რეზინის კანის ქვეშ განლაგებული მექანიკური სტიმულატორები უზრუნველყოფენ. მას შეუძლია გაღიმება, წარბის აწევა, აკეთებს პირის სხვადასხვა მოძრაობებს, ასევე გაკვირვებულ და დამცინავ მიმიკებს გამოხატავს. მის ფუნქციებში ასევე შედის ლაპარაკი და სიმღერა – უკრავს წინასწარ ჩაწერილ სიმღერებს ან იმეორებს სხვა ადამიანთა ხმებს.
Geminoid F –ის შემქმნელია ჰიროში იშიგუროს ( რობოტების ცნობილი დიზაინერი) მიერ, რომელიც დასავლეთ იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მისი ანდროიდები ხშირად 1 მილიონ დოლარზე ძვირად ფასობენ. თუმცა Geminoid F შედარებით იაფია – მისი ღირებულება „სულ რაღაც” 110 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. შემოსულ თანხას იშიგურო რობოტების ტექნოლოგიის დახვეწა-გაუმჯობესებას მოახმარს.
როგორც Geminoid F -ის შემქმნელი ჰიროში იშიგურო ამბობს, მისი მიზანია ისეთი რობოტის შექმნა, რომელიც ადამიანის მაქსიმალურად ზუსტი ასლი იქნება. პროფესორ იშიგუროს წარსულშიც დაუმზადებია ისეთი რობოტები, რომლებიც ადამიანს გვაგონებდნენ, ერთ-ერთი მათგანი საკუთარი გარეგნობის მიხედვითაც კი შექმნა.
პროფესორის თქმით, ერთ დღესაც რობოტები გაგვაცურებენ და ისინი ადამიანში აგვერევა.
„რა არის ადამიანი?” კითხულობს ის. „თუ შეიძლება, მომეცით განსაზღვრება და ჩვენ მის ასლს შევქმნით”.