x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
10 უჩვეულო ფაქტი სექსის შესახებ, რაც შენ ჯერ კიდევ არ იცი
ადამიანები მთელი ცხოვრება რაღაც ახალს ვსწავლობთ და ყოველდღიურად სულ უფრო მრავალფეროვან გამოცდილებას ვიძენთ. ამ სტატიაში შევეცდებით, ყველაზე უახლესი და საინტერესო სამეცნიერო კვლევების შედეგები გაგიზიაროთ, რაც სექსს ეხება. სტატიის დასრულების შემდეგ ბევრ ისეთ რაღაცას შეხედავთ სულ სხვა თვალით, რაც მანამდე ულაპარაკო ჭეშმარიტება გეგონათ.


ხანგრძლივობა


პენსილვანიის კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ სასიყვარულო აქტის საშუალო ხანგრძლივობა 13 წუთს შეადგენს. თუმცა ქვეყნების მიხედვით დაყოფა აქაც არსებობს. ნიგერიელებს მაგალითად, 24 წუთი აქვთ სექსი, ხოლო გერმანელებს - 17, 6 წუთი.


ორგაზმები



საყოველთაოდ გაბატონებული მოსაზრებაა, რომ ქალს ზედიზედ რამდენიმე ორგაზმის განცდა შეუძლია, ხოლო მამაკაცს ორგაზმებს შორის მინიმუმ 10 წუთის ინტერვალი სჭირდება. ეს მითია. ზოგიერთ მამაკაცს წელის კუნთები იმდენად კარგად აქვს გავარჯიშებული, რომ შეუძლია, ორგაზმი ეაკულაციისგან გამოაცალკევოს და ქალის მსგავსად რამდენიმე ორგაზმი ერთბაშად განიცადოს.


პირსინგი


როგორც ოტაგოს სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა დაადგინეს, იმ ადამიანებს, რომლებსაც პირსინგი უკეთიათ, მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება აქვთ და ისინი პარტნიორებსაც ხშირად იცვლიან. რატომ ხდება ასე, არავინ იცის.


სიშიშვლე


როგორც ლიდსის უნივერსიტეტში მოღვაწე ბრიტანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, სხეულის 40 %-იანი სიშიშვლე ქალისთვის იდეალურია, რათა მამაკაცი “დაკეროს”. თურმე მეტი ან ნაკლები სიშიშვლე ნაკლებ ეფექტს იძლევა.


შვებულება


ქალების 11, 8 % შვებულებიდან ორსული ბრუნდება.


სექსი სიბნელეში


როგორც გაირკვა, გერმანელი ქალების 35 % და მამაკაცების 12 % სექსს სიბნელეში ამჯობინებს.


აუცილებელი არ არის მხოლოდ საწოლი


როგორც ჟურნალი “მაქსის” მიერ ჩატარებული კვლევიდან გაირკვა, გერმანელების 14 % სექსისთვის სამზარეულოს მაგიდას ირჩევს. 12 % ირჩევს ხალიჩას ბუხრის წინ, ხოლო 10 % - ავტომანქანის უკანა სავარძელს.


18-ჯერ დღეში


თურმე მამაკაცები სექსზე დღეში 18-ჯერ ფიქრობენ. მათგან განსხვავებით ქალები სექსზე დღეში მხოლოდ 10-ჯერ ფიქრობენ.


სულ უფრო ზევით, სულ უფრო მაღლა...


იმ ადამიანების 80 %, ვისაც სექსი ხშირად აქვს, ორგაზმებით კმაყოფილია. ვისაც სექსი იშვიათად აქვს, მათგან საკუთარი ორგაზმებით მხოლოდ 55 % აღმოჩნდა კმაყოფილი. ვისაც სექსი ხშირად აქვს, მას ძალიან ინტენსიური ორგაზმებიც აქვს და ბევრად უფრო ბედნიერიც არის.


სექსის დროს “რაიმე მშვენიერზე” ფიქრი


გერმანელების დიდ ნაწილს სექსის დროს სრულიად სხვა ფიქრები უტრიალებს თავში. თურმე 26 % ამ დროს შვებულებაზე ფიქრობს, 14 % სამუშაოზე, ხოლო 6 % - საჭმელების მომზადებაზე.


სექსი

0
1023
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1023
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0