მოვლენები მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემის ყველაზე სკანდალური ყდები 2020, 13 ნოემბერი, 16:30 მოდის სამყაროს ერთ - ერთი მთავარი გამოცემა - "Vogue" სკანდალების პროვოცირებას საკმაოდ ხშირად ახდენს, რასაც სტრატეგიულად სწორად დაგეგმილი სკანდალური და პროვოკაციული ყდების საშუალებით აღწევს. დღეს, სწორედ ამ გამოცემის ყველაზე ცნობილ და გახმაურებულ სკანდალებზე მოგიყვებით.Vogue US, 2017 წელიგამოცემას ფოტოშოპის ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი. ამერიკელი მოდელის ჯიჯი ჰადიდის საეჭვოდ გრძელმა ხელმა მკითხველი საგონებელში ჩააგდო.Vogue Italia, 2017 წელიიტალიური "Vogue"-ის ეს ნომერი ჰომოსექსუალობის პროპაგანდაში დაადანაშაულეს.Vogue Arabia, 2017 წელიერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი გარეკანი მხოლოდ იმიტომ გააკრიტიკეს რომ მისი ავტორი ტერი რიჩარდსონი გახლდათ. აღნიშნული გამოცემის გამოსვლამდე კი ცოტა ხნით ადრე ის სერიოზულ სკანდალში გაეხვა, კერძოდ კი, ტერის ბრალი სექსუალურ შევიწროებაში დასდეს.Vogue Paris, 2016 წელისიშიშვლით უკვე ვეღარავის გააკვირვებ, თუმცა ჯიჯი ჰადიდიმ ეს უდაოდ შეძლო. მკითხველის თქმით, აქამდე არცერთი შიშველი მოდელი ისე გამომწვევად არ გამოიყურებოდა, როგორც ეს სუპერმოდელი, რისთვისაც მათ ჟურნალი არ დაინდეს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.Vogue Hommes Paris, 2012 წელიუცნაურია, რომ ამ გარეკანზე საზოგადოებამ ოჯახური ძალადობის პროპაგანდა დაინახა. დიახ, ბევრმა მათგანმა ზუსტად ეს ქვეტექსტი ამოიკითხა.Vogue Hommes Japan, 2011 წელისანამ ექსცენტრული ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა პროვოკაციულ ხორცის კაბაში სცენაზე გამოვიდოდა, მანამდე მან "ხორცის საცურაო კოსტიუმით" "Vogue"- ის გარეკანი დაამშვენა.Vogue Paris, 1988 წელი"შავი პანტერას" ცნობილი და სკანდალური ყდა. საქმე იმაშია, რომ ამ გამოცემის ფრანგულ ვერსიას ლეგენდარულმა დიზაინერმა ივ სენ ლორანმა ულტიმატუმი წაუყენა ან მათი ჟურნალის გარეკანს ნაომი კემპბელი დაამშვენებდა ან "Vogue"- ის ფურცლებზე ცნობილი მოდის სახლის არანაირი რეკლამა არ განთავსდებოდა. ასე აღმოჩნდა პირველად ფერადკანიანი მოდელი გამოცემის ფრანგული ვერსიის ყდაზე.195 შეფასება არ არის |