x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მექსიკა ოქტომბერში: მონარქი პეპლების ჯარის მიგრაცია, როგორც კავშირი ღმერთებსა და დედამიწას შორის

image


მექსიკაში ყოველი წლის ოქტომბერში ხდება უნიკალური მოვლენა, რაც გვარწმუნებს, რომ ბუნება სასწაულთმოქმედია. საოცარ ქცევას ახორციელებენ მონარქის სახეობის პეპლები, მწერები, რომლებიც ცოცხლობენ 3-დან 4 თაობამდე, რათა ერთი ქვეყნიდან მეორემდე მიაღწიონ.


image


პეპელა მონარქი, თავისი სილამაზისა და სუსტი აღნაგობის მიუხედავად, ხასიათდება გამძლეობითა და ამტანობით. პეპლების ზოგიერთი სხვა სახეობის სიცოცხლის ციკლი მოიცავს მხოლოდ 24 დღეს, ხოლო "მონარქი" 9 თვემდე ცოცხლობს.


image


ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს მილიონობით პეპელა მონარქი მიფრინავს მიჩიოკანას ტყესა და მექსიკის ქალაქ მეხიკოში, ისინი დაახლოებით 4000 კმ.-ს ფარავენ ფრენით აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილიდან და კანადიდან.



image

რეგიონის მკვიდრნი და ტურისტები დიდი ოდენობის პეპელა-მონარქების ულამაზესი ჯარების სანახავად მიდიან ტყეში, ნაკრძალების სახელით ცნობილ ადგილებში.


image

პეპელა მონარქების მიგრაციის სანახავად მოგზაურობა ძალიან დამღლელია, თუმცა როდესაც აღწევთ მწვერვალამდე და ხედავთ მილიონობით ულამაზეს პეპელას, რომლებიც თქვენს ირგვლივ წრეს კრავენ, საოცარი შეგრძნებაა.

ბავშვები ბოლომდე აღტაცებული არიან სანახაობით, ხოლო ზრდასრულ ადამიანებს უბრუნდებათ გაოცების, სასიამოვნოდ გაკვირვების უნარი: ბუნება ბრძენია და არავითარი ეჭვი ამის შესახებ.


image


მონარქი პეპლების მიგრაცია მექსიკაში ძველი დროიდანვე ხდებოდა. მექსიკის არქეოლოგიურ მასალებში ნაპოვნია პეპელა მონარქის ქანდაკებები და ნახატები. სამწუხაროდ, ტყეების გაჩეხვა და ამინდის მკვეთრი გაუარესება პეპელა მონარქის არსებობისათვის მეტად საზიანოა, მის რიცხვს ამცირებს. თვეში მონარქი პეპლების 30 %-იც კი შეიძლება, დაიღუპოს რომელიმე ნაკრძალში სიცივისაგან.

მონარქი პეპლების მიგრაცია მექსიკაში დღემდე გრძელდება. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დღესასწაულია "გარდაცვლილების დღე". მექსიკელები ამ დღეს პატივს მიაგებენ თავიანთ ახლობლებს, რომლებმაც დატოვეს სააქაო. ადგილობრივი კულტურის, მაზაჰუას ხალხის რწმენის თანახმად, ყოველი წლის ოქტომბერში პეპელა მონარქის უთვალავი ჯარის გამოჩენა სიმბოლურად განასახიერებს მათ გარდაცვლილ ახლობელთა სულებს. ადგილობრივებს სჯერათ, რომ მონარქი პეპლების დახმარებით გარდაცვლილთა სულები ღმერთებსა და დედამიწას შორის გზავნიან შეტყობინებას.

0
182
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0